თინა ბოკუჩავა – პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ

პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კანონის თერთმეტივე მუხლი რუსულია, ის გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, მას არაფერი საერთო არც ევროდირექტივასთან არ აქვს.
„პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, რადგან პირველი მოსმენის, მეორე მოსმენის დროსაც გამოგვყარეს დარბაზიდან. სპეცრაზმის, რობოკოპების დახმარებით იპარებიან პარლამენტის შენობიდან, შედიან, გამოდიან, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს, ჩვენ კიდევ გვყრიან დარბაზებიდან იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ დიახ, ეს კანონი რუსულია, თერთმეტივე მუხლი რუსულია, ის გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, მას არაფერი საერთო არც ევრო დირექტივასთან არ აქვს, არც ამერიკულ კანონთან, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის