ბორჯომის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. „შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას; აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან. […]

დავით მათიკაშვილი ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე – „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს, გადასარჩენი არიან ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთა საქმიანობა გაჟღენთილია კრიმინალით

ამ განცხადებაში შეინიშნება მუქარის ტონი. „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს. გადასარჩენი არიან ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთა საქმიანობა გაჟღენთილია კრიმინალით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ნოდარ ხარშილაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე. დაქუცმაცებით […]

თბილისის მერი ბაგების დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო

ვაკის რაიონში, კერძოდ, ბაგების დასახლებაში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების შედეგებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედელი ამ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მოაწყო. „გზის აღნიშნული მონაკვეთი იყო მეწყრული, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი თემატური გაერთიანება – „ნოდარ ტაბიძის კლუბი“ დააფუძნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური თემატური გაერთიანება დაფუძნდა, რომელსაც ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის, ჟურნალისტიკის ისტორიკოსის, ლიტერატურათმცოდნის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, პროფესორ ნოდარ ტაბიძის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „ნოდარ ტაბიძის კლუბის“ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია საუნივერსიტეტო გაერთიანების დამფუძნებლებმა – უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა – ქართული […]

კალაძე: რა სჭირს ქართულ ოცნებას გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს

რა სჭირს ქართულ ოცნებას გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას გადარჩენის შანსი აქვს. „ქართული ოცნება ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. […]

FT: აშშ-მ უკრაინას მოუწოდა, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეწყვიტოს

გამოცემა Financial Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ უკრაინას მოუწოდა, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს და გააფრთხილა, რომ დრონებით თავდასხმები ნავთობის გლობალური ფასების გაზრდისა და რუსეთის მხრიდან შურისძიების პროვოცირების საფრთხის შემცველია. FT-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მაღალჩინოსნებსა და სამხედრო დაზვერვის დირექტორატს (ГУР) ვაშინგტონისგან განმეორებითი გაფრთხილებები გადაეცათ. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, თეთრი […]

BOG-ის მხარდაჭერით Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება (რ)

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind – ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძება Ripple Space-ში გაიმართება. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და მისი სპეციალური სტუმარი საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი […]

ბლინკენი: ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაში არასაჭიროა და ის შეცდომა იქნება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა რაფაში ისრაელის მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ოპერაცია არასაჭიროა და მისი განხორციელება შეცდომა იქნება. ენტონი ბლინკენმა რაფაში ოპერაციის შესახებ კაიროში ისაუბრა. ბლინკენის სიტყვებით, რაფაში მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია და ისრაელის სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში ისინი ვერსად გაიქცევიან. მისი თქმით, აშშ ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა არსებობს […]

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას

აშშ-ს, რომელმაც არაერთხელ დაადო ვეტო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების რეზოლუციებს, 22 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოში შეაქვს „დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ რეზოლუციის პროექტი. ამავე დროს რუსეთს სურს, რომ მსოფლიომ უფრო ცხადი მოთხოვნები წამოაყენოს. კენჭისყრა 22 მარტს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მერე, რომლის მიზნად ისრაელმა ჰამასის განადგურება გამოაცხადა, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოზე […]

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით Startup Grind – ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind – ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძიება Ripple Space-ში გაიმართება.