მოსკოვის რეგიონში მომხდარი თავდასხმა “პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა” – უკრაინის დაზვერვა

მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა. “ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო […]

ნიუ-იორკი მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების რეიტინგში კვლავ ლიდერობს

საკონსულტაციო კომპანია Z/Yen Group Ltd.-ის მიმოხილვის მიხედვით, ნიუ-იორკმა მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების სიაში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. ნიუ-იორკი ლიდერობას 2018 წლის შემოდგომიდან ინარჩუნებს. რეიტინგის წინა ვერსიასთან შედარებით, რომელიც გასულ სექტემბერს გამოქვეყნდა, ნიუ-იორკის ქულა 763-დან 764-მდე, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი ლონდონის ქულა 744-დან 747-მდე გაიზარდა. სამეულს 742 ქულით კვლავ სინგაპური ხურავს, მეოთხე ადგილზეა ჰონკონგი, მეხუთეზე კი […]

რა ვიცით რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის წინ, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი. სროლიდან მალევე გავრცელდა თავდასხმის ამსახველი კადრები და ინფორმაცია, აფეთქებების შესახებ, რამაც, ხანძარი გამოიწვია. მაშინ, როდესაც შენობაში შესაძლოა […]

დიმიტრი მედვედევი მოსკოვში მომხდარზე – ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით – თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, ყველა უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. თავის განცხადებაში მედვედევი კიევს ახსენებს და აცხადებს, რომ თუკი “კიევის ტერორისტების” კავშირი დადგინდება, უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი “იდეოლოგიური შთამაგონებლები” და ხელისუფლების ოფიციალური პირები. “ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, […]

რუსული მოხალისეთა კორპუსი: მოსკოვის თავდასხმაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ მიგვიღია

უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. “რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია”. – უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს. მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, […]

U21.საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:2 დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად თურქ თანატოლებთან 1:2 დამარცხდა. მასპინძლები პირველ ტაიმში კილიჩსოიმ დააწინაურა, 55-ე წუთზე ილდირიმმა პენალტით ანგარიში გაზარდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა აბუაშვილმა 58-ე წუთზე შორიდან გატანილი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე მეკარე ხარატიშვილმა იარდიმიჩის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე […]

რუსეთის ხელისუფლებამ „სისხლიანი ტერაქტი“ უწოდა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები მოსკოვის მახლობლად, კრანოგორკსში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლის“ დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ. არხი 112-ი, რომელიც ოპერატიულ ქრონიკებზე მუშაობს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა. რუსეთის ტელეარხ “როსია 24″-ის ცნობით დაღუპულია 45 ადამიანი. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, თავისი ტელეგრამის […]

,,ნორდ-ოსტი #2 იგივე სცენარი… რა მოყვება? მაშინ ჩეჩნეთი დაიმონეს… ახლა?” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მოსკოვის ცენტრში მომხდარ ფაქტს ასე ეხმურება: ,,ნორდ-ოსტი #2 იგივე სცენარი… რა მოყვება? მაშინ ჩეჩნეთი დაიმონეს… ახლა?”

მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას მოკლულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) წინასწარი მონაცემებით, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. პოლიციას საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს. სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. ისმის სროლის ხმაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კამუფლაჟში გამოწყობილი ოთხ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები , რომლებიც შესაძლოა დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

FSB: ტერაქტის შედეგად 40 ადამიანია მოკლული, 100-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის ეფ-ეს-ბე აცხადებს, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” შეტევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. მოსკოვი თავდასხმას ტერაქტად აფასებს. მოსკოვში შაბათ-კვირას დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაუქმებულია. საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ათეულობით ადამიანი და დაშავებულია ასზე მეტი. თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში […]