უკრაინის დაზვერვა მოსკოვში სროლაზე: ეს პუტინის გააზრებული პროვოკაციაა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაციაა. “ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება”. – უთხრა დაზვერვის სამსახურის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა Українська правда-ს. მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა […]

უელსის პრინცესა ქეითს კიბო გამოუვლინდა და ის ქიმიოთერაპიას გადის

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონმა პარასკევს განაცხადა, რომ პრევენციულ ქიმიოთერაპიას გადის. პრინცესას განცხადებით, ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იანვარში ჩატარებული მუცლის ღრუს ოპერაციის შემედეგ გაკეთებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას კიბო აქვს. 42 წლის ქეითმა, ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის მეუღლემ, იანვარში ორი კვირა გაატარა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მისმა ოფისმა განაცხადა, რომ […]

ყველაფერი, რაც მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლაზე ვიცით

რუსული საინფორმაციო სააგენტოები საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აქ არის ყველაფერი, რაც რუსეთში მომხდარი სროლის შესახებ ვიცით: · დაუდგენელმა პირებმა, პარასკევს საღამოს, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში, როკ-ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის მსვლელობისას, ცეცხლი გახსნეს – ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა. · რუსეთის პროკურატურამ თავდასხმას “ტერორისტული აქტი” უწოდა და სისხლის […]

ზვავსაშიშროების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქებისშედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. თავდაპირველად დასახელებული იყო 12 დაღუპული და 35 დაჭრილი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კი მოკლულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი. სროლა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა, შემდეგ კი შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რაც სავარაუდოდ აფეთქებას მოჰყვა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო […]

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ქეით მიდლტონს სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ავრცელებს. მისი თქმით, იანვარში მას ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნეს არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებული ტესტებით მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. “ამიტომ ჩემმა ექიმებმა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მირჩიეს, და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვიმყოფები”, – განაცხადა […]

ბიზნესის სამუშაო ჯგუფი შუა დერეფნის განვითარებისთვის – AmCham-ის ახალი ინიციატივა ინვესტორთა საბჭოზე

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის ბიზნესის წარმომადგენლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა იყო დღეს გამართული ინვესტორთა საბჭოს ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგის მიხედვით ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა დააინიცირა. ბიზნეს გაერთიანებებისა და ინვესტორთა საბჭოს წევრების ახალ ინიციატივაზე BM.GE-ისთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პრემიერს ეს ინიციატივა მოეწონა. „ამერიკის სავაჭრო პალატისგან საინტერესო ინიციატივა იყო შუა […]

ხრისტო გროზევი: ტერაქტამდე ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, მოსკოვში ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა. ამის შესახებ გროზევმა ტელეკომპანია Дождь-ის ეთერში ისაუბრა. გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, თუ ФСБ სავარაუდო თავდამსხმელად ISIS-ს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლე იქნება. თუმცა, გროზევი იმასაც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა. ამასთან, გროზევის თქმით, […]

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Reddit-ის დებიუტი შედგა

CNN-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Reddit-ის დებიუტი შედგა. Reddit-ის ერთი აქციის საწყისი ღირებულება საფონდო ბირჟებზე 34 დოლარს შეადგენდა, თუმცა აქციების ვაჭრობა $47-ით დაიწყო და $57.80-მდე ავიდა, რაც 70%-ით აღემატება შეთავაზებულ საწყის ფასს. აქციების საბაზრო კაპიტალი დაახლოებით 10,9 მილიარდი დოლარი იყო. ცნობისთვის, Reddit დაარსდა თითქმის 20 წლის წინ და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი გახდა მსოფლიოში. […]

„ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა“ – სამართალდამცავებმა 43 წლის მამაკაცი დააკავეს

19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 43 წლის მამაკაცი გ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის „Facebook” სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს […]