შოკოლადის მსხვილი მწარმოებლების რეიტინგში საქართველო, ყირგიზეთის გარდა, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჩამორჩება – AAWE

მსოფლიოში მთავარი შოკოლადის მწარმოებელი გერმანიაა და მას 5.685 მლნ ტონა შოკოლადი გააქვს ექსპორტზე. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს. შოკოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებლების სამეულშია ბელგია და იტალია. ბელგიას წელიწადში 2.8 მლნ შოკოლადს ყიდის, იტალია – 2.4 ტონას. საქართველო ამ რეიტინგში 83-ე ადგილზეა. AAWE-ს მონაცემებით, ქვეყანას 4.2 ტონა შოკოლადი გააქვს ექსპორტზე და ყირგიზეთის გარდა […]
როგორ დააკავშირა Felco 2-მა თაობები? – რევოლუციური ხელსაწყო 75 წლისაა

რევოლუციურ ხელსაწყოდ აღიარებული Felco 2-ის პირველი მოდელის გამოშვებიდან 75 წელი გავიდა. მისი გამძლეობის დამსახურებით, ამ ინოვაციურმა სასხლავმა მაკრატელმა თაობების გაერთიანება შეძლო და მოახერხა ჯერ ბებია-ბაბუების, შემდეგ მათი შვილებისა და შვილიშვილების ხელში გამოევლო და კვლავაც ფუნქციური დარჩენილიყო. ეს, რომ ნამდვილად ასეა, არაერთი ფერმერის ისტორია მოწმობს. Felco 2 ახალგაზრდა მეწარმემ ფელიქს ფლიშმა მომხმარებლებს 1948 წელს წარუდგინა. სასხლავი […]
ინტერპოლი მზად არის რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

ინტერპოლი მზად არის რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა განაცხადა. „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას მკაცრად ვგმობ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი აქტი იყო. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა შტოკმა. შეგახსენებთ, […]
მოსკოვში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – როიტერსი

„როიტერსის“ ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა 22 მარტს მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ თავდასხმაზე, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 115. „როიტერსი“ ეყრდნობა „ისლამური სახელმწიფოს“ საიფორმაციო სააგენტო AMAQ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მათი მებრძოლები თავს დაესხნენ მოსკოვის გარეუბანს, „მოკლეს და დაჭრეს ასობით ადამიანი […]
საუკეთესოს გარეშე – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეფასება

საქართველო – ლუქსემბურგის (2:0) მატჩის შემდეგ ფეხბურთელებზე, ტრადიციულად, ინდივიდუალურად გესაუბრებით, მაგრამ ახლა მათ შეფასებებს ქულებში არ გამოვხატავთ. გადამწყვეტი შეხვედრის წინ, ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესოს გამოვლენა არაა; ასევე დავწერთ, საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალამდე, ყურადღების გამახვილება რაზე მოგვიწევს. ისტორიული შეხვედრის წინ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბიჭებს ის რჩევაც მისცა, ტელეფონების გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან ზედმეტმა ქებამ ან კრიტიკამ […]
23 მარტის ღამეს რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიშები მიიტანა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 23 მარტის ღამეს რუსეთმა ხარკოვზე დრონებით საჰაერო იერიშები მიიტანა. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად უკრაინელი პოლიციის ოფიცერი და გადაუდებელი დახმარების მუშაკი დაშავდნენ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმამ 150 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია. რუსული დრონებით თავდასხმის სამიზნე ხარკოვში მდებარე სამსართულიანი შენობა იყო. უკრაინის გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეროვნული […]
საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. პროექტის […]
„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს – პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური […]
თსუ-ში უნივერსიტეტელი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც უნივერსიტეტელ ქალებს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოზე – „რა ამბავია ყვავილთ სასახლეს?”თსუ-ს თეატრალურმა დასმა „სხვენი“, თეატრალური ინსცენირებით წარმოადგინა ქალების როლი უნივერსიტეტის ისტორიაში. ღონისძიებაზე გაიხსენეს იმ ეპოქის უნივერსიტეტელი ქალბატონები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის შექმნისა და განვითარების […]
აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა – BBC

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. ამის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, წერს BBC. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციის შესახებ იყო საუბარი 2 კვირის წინ […]