ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს – „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება – ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს

ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს – „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება – ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს „ჩემთვის თვალშისაცემი და გასახარი იყო ის, რომ „ხალხის ძალის“ პარტიად დარეგისტრირებისას, ყრილობაზე, დარბაზში ახალგაზრდები მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი. გულწრფელი უნდა ვიყო – არ ველოდი ასეთ შედეგს“, – ამის შესახებ […]
ენგურჰესის გენერალური დირექტორი ენგურის ხიდზე გადაზიდულ ტვირთზე საუბრობს – ეხო კავკაზა

რამდენიმე დღის წინ ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაიტანეს, ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა. 9 მარტს აფხაზურმა ტელეგრამ არხმა RESPUBLICA-მ გალში გადაღებული ტვირთის ვიდეომასალა გამოაქვეყნა. „საიდუმლო ოპერაციაში“, საქართველოსთან ერთად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მებონიას აცხადებს, რომ ტრანსფორმატორი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2017 წელს გადაიტანეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე დაამონტაჟეს, ხოლო ახლა ის […]
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი შესაძლოა გაუქმდეს

შესაძლოა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიციირებას „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი ნორმით, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილებების […]
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

„თბილისი არენაზე“ თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ამ მნიშვნელოვან ტურნირში 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტი მონაწილეობს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, თითოეულ წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკლეიტი დაამარცხა, ოქროს მედალს დაეუფლა და „გრანდ სლემზე“ გამარჯვება კარიერაში პირველად იზეიმა. ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა ნეიტრალური […]
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 34 რუსული დრონიდან 31 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22-23 მარტის ღამეს გაშვებული 34 რუსული დრონიდან 31 ჩამოაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram-ზე გაავრცელა. ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე S-3000-ის ტიპის რაკეტებით და 34 შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანეს იერიში. როგორც ცნობილია, დრონები რუსეთის კურსკის ოლქიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან იყო გაშვებული. მიკოლა ოლეშჩუკის […]
ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან სახელმწიფო ინსტიტუტებში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, – ამის შესახებ „ევროპიტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადო უწყებებმა იციან, თუ საიდან შემოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. „თუ გნებავთ, საკანონმდებლო ბაზა გადავამოწმოთ, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ დახვეწილია და ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი […]
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი პირი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. რუსული მედია აცხადებს, რომ დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
ორპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას – NBC News
ორპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას – NBC News ხარჯების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ 1012-გვერდიან დოკუმენტში არაა ნახსენები […]
მართმადიდებლური ეკლესია დღეს ღირსი იოანე ხახულელის ხსენების დღეს აღნიშნავს

ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას, როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელს, „ოქროპირი“ უწოდეს. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი – ხახულის ეპისკოპოსად. დაახლოებით 1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. ჯერ კიდევ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციირებული სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქტიურად გრძელდება. სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. მორიგი პრეზენტაცია პროექტის შესახებ ილიას უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც პროგრამის დეტალები სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა წარუდგინა. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა […]