Tasteatlas-ის სპირტიანი სასმელების რეიტინგში ქართული ჭაჭა მე-60 ადგილზეა

Tasteatlas-ის სპირტიანი სასმელების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ქართული ჭაჭა მე-60 ადგილზეა. ამავე რეიტინგში რუსული „ვოდკა“ 47-ეა, რუსული „სამოგონი“ – 70-ე, ხოლო სომხური არარატი – 66-ე. Tasteatlas-ი საუკეთესო სპირტიან სასმელად შოტლანდიურ Speyside Scotch-ს ასახლებს. სამეულში კიდევ ერთი შოტლანდიური Islay Scotch მოხვდა. საუკეთესო სპირტიანი სასმელების ათეულშია: შოტლანდიური Speyside Scotch ფილიპინური Lambanog შოტლანდიური Islay Scotch სერბული Viljamovka ფრანგული Armagnac […]
ჟირუ MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა

ოლივიე ჟირუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ალბათობით, “ლოს ანჯელესში” გადაბარგდება. L’Equipe-ის ცნობით, ფრანგს კარიერის გაგრძელება MLS-ში სურს და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ “მილანს” უკვე აცნობა. 37 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში “როსონერის” მაისურით სერია A-ში 26 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.
ჰამასი, რომლის თავდასხმას ისრაელში ასობით პირი ემსხვერპლა, რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომლის თავდასხმასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთში, კრასნოგორსკში მომხდარ ტერაქტს გმობს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. ჰამასმა ტექსტი რუსეთში მომხდარი ტერაქტის დაგმობაზე Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა. “ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა (ჰამასი) უმკაცრესად გმობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა” – წერია ჰამასის განცხადებაში. ჰამასის წარმომადგენლებმა […]
ზოდიაქოს რომელი სამი ნიშანი იპოვის სიყვარულს უახლოეს მომავალში

კურო ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კურო უფრო ღია გახდეს ახალი ნაცნობებისა და ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ. შესაძლოა, სწორედ ახალ სახეებს შორის აღმოაჩინონ სწორედ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც განზრახული აქვთ ცხოვრება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ შეიძლება გატყუებდეს, ამიტომ ღირს ადამიანებს მივცეთ საშუალება, აჩვენონ თავიანთი ნამდვილი მე. შესაძლოა, მათი თვისებები და ღირებულებები ბევრად უფრო ღრმა და საინტერესო […]
საქართველოს მთავრობა – ვუსამძიმრებთ რუს ხალხს, ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს – ვგმობთ შემზარავ ტერორისტულ აქტს

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. „თავდაცვის ძალების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა პოლტავის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს“, – […]
შუშის თვალებით გიყურებენ და ტყუილში რომ ამხელ, გპასუხობენ, დავალება გვაქვს ასეთი და ერთი კვირა ამას ვიძახებთო
„წარმოუდგენელია საქართველოში ნაციონალურ მოძრაობაში მყოფს წინსვლა ჰქონდეს. ახალგაზრდებს კი არა, მათ მშობლებს ვეუბნები – ნუ სწირავთ თქვენს შვილებს ნაციონალებისთვის,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ზედმეტია ქვეყანაში სამართლიანობაზე და წინსვლაზე საუბარი, თუ პოლიტიკური სივრცე არ გათავისუფლდება ნაციონალური მოძრაობისგან. „რის შეცვლა დაიწყო ჩვენი მოქმედებით და რას უნდა დავუდოთ საფუძველი, […]
ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს. საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს. საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით […]
სანამ ესენი არ დასრულდებიან, მერწმუნეთ ამ ქვეყანას მომავალი არ იქნება -ვიქტორ ჯაფარიძე ნაც. მოძრაობაზე

“ჩვენ, პარტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, „უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი უნდა ვაჩვენოთ“ და „ზოგზოგიერთები ახლავე შეეგუონ“ “ხალხის ძალის“ მომავალ პარლამენტში წარმომადგენლობით შესვლას. „პარტია „ხალხის ძალა“ ემზადება არჩევნებისთვის. გადავლახავთ თუ არა ბარიერს ამაზე, არც კი ვსაუბრობთ. […]
ეკონომიკური საბჭოს გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას – პრემიერი

ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს. საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს. საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული […]