“პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი” – ზელენსკის განცხადება

„ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება […]
მურუსიძე: ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე – ქმნიან აჟიოტაჟს, რომ სასამართლო დაიქვემდებარონ

ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე და აქ ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში და უკრაინაში და ეხლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების მიხედვით, რაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად, მოხდა, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ. ალბანეთში, […]
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ივან კორჩოკი ლიდერობს – მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ივან კორჩოკი ამომრჩეველთა 42.52%-ის მხარდაჭერით ლიდერობს. მისი ოპონენტი, მმართველი კოალიციის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი 37.03%-ით მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა. სლოვაკ […]
ნონა ქურდოვანიძე: “მნიშვნელოვანია, მოსამართლეები ემხრობოდნენ კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვას”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი მოსამართლეთა კონფერენციას იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება. “უნდა ვთქვათ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება… უნდა შეეძლოთ, თუმცა სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და […]
პანდემიის შემდეგ, პროდუქცია ყოველ წელს გვიძვირდება – Mao Flowers

„პანდემიის შემდეგ, პროდუქცია ფაქტობრივად ყოველ წელს გვიძვირდება“,- ამის შესახებ, ყვავილების მაღაზია Mao Flowers-ის თანადამფუძნებელმა, მაკუნა გაბუნიამ BM.GE-სთან განაცხადა. მისი თქმით, ფასების ზრდის მიზეზი გაძვირებული იმპორტირებული პროდუქცია და ლოგისტიკური პრობლემები გახდა. „პროდუქცია დაახლოებით 40-50%-ით გაგვიძვირდა, რაც გაძვირებული იმპორტითაა განპირობებული. ჩვენ არ ვიყენებთ ადგილობრივ პროდუქციას, რადგან მოთხოვნილ ხარისხს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, პროდუქციის იმპორტს ძირითადად კენიიდან, ეკვადორიდან და […]
ლევან მურუსიძე: „მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე“

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ. „მიდის მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან […]
მიხეილ სარჯველაძემ ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა. „შეხვედრაზე […]
უკრაინა: ოკუპანტებმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 Shahed-ის დრონი ესროლეს

24 მარტს, ღამის საათებში ოკუპანტებმა უკრაინაზე მსხვილი საჰაერო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტა და დრონი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების მიხედვით, ოკუპანტებმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონი ესროლეს. “ბრძოლის შედეგად 43 საჰაერო მიზანი განადგურდა: 18 ფრთოსანი რაკეტა და 25 Shahed-ის ტიპის დრონი დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, კიევის, […]
ცნობილია ქალის ვინაობა, რომელმაც შეყვარებული დაჭრა – „კორპუსის ეზოში საქმეს არჩევდნენ, მერე დანა ჩაარტყა და გაიქცა…“

ცნობილია ქალის ვინაობა, რომელმაც შეყვარებული დაჭრა – „კორპუსის ეზოში საქმეს არჩევდნენ, მერე დანა ჩაარტყა და გაიქცა…“ შეყვარებულის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ფონიჭალაში 28 წლის ქალი დააკავა. არსებული ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში, დაჭრა მოჰყვა. ქალმა პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვა სცადა. ამ დროისთვის შეყვარბულის დაჭრაში მხილებული მაკა […]
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია

თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) კარიერის მეხუთე და თბილისის გრანდ სლემის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა გერმანელი იგორ ვანდტკე, ირლანდიელი ჯოშუა გრინი, მეოთხედფინალში – კორეელი ჰონჯეოლ კანგი, ნახევარფინალში კი ებრაელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა. ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით […]