„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან „კროკუს სითი ჰოლში“ თავდამსხმელები და ცეცხლს ხსნიან

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან „კროკუს სითი ჰოლში“ თავდამსხმელები და ცეცხლს ხსნიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Amak-ი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან „კროკუს სითი ჰოლში“ თავდამსხმელები და ხსნიან ცეცხლს. კადრებში ჩანს ოთხი თავდამსხმელი, რომელთა სახეებიც ბუნდოვანია და მათი ვინაობის დამალვის მიზნით ხმაც შეცვლილია. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული […]

საია-ს თავმჯდომარე – კეთილსინდისიერების შემოწმება ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც საქართველომ მიიღო, ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა – მნიშვნელოვანია, მოსამართლეები და სხვა აქტორები იყვნენ მომხრე, სისტემა დაინერგოს

სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს [მოსამართლეთა კონფერენციას] იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და როგორც ჩანს, დღეს ასეთ შეხვედრას იქნება ადგილი – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ, ჟურნალისტებთან მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. ქურდოვანიძის განცხადებით, კეთილსინდისიერების შემოწმება, ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და მნიშვნელოვანი საკითხია. მისივე თქმით, […]

ლევან მურუსიძე – მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, ძალიან ბევრს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი – ქმნიან ნოყიერ ნიადაგს, რომ ისინი სისტემიდან გაყარონ

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ. „წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს […]

მარია ზახაროვა – “კროკუსში” მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე ვაშინგტონის მიერ კიევის ნებისმიერი გამართლება სამხილად უნდა ჩაითვალოს

„კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც კიევს ამართლებს, სამხილად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის ნებისმიერი ფრაზა, რომელიც ამართლებს კიევს, სამხილად უნდა ჩაითვალოს“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე. შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის […]

დააკავეს ქალი, რომელმაც ფონიჭალაში მამაკაცი დაჭრა

დააკავეს ქალი, რომელმაც ფონიჭალაში მამაკაცი დაჭრა ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალმა მეგობარი მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, თბილისში, ფონიჭალაში მოხდა. დანაშაულში ბრალდებული ქალი პოლიციამ უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველაფერი საბერძნეთის ნაკრებზე – დღევანდელობა, უხერხული მეტოქე, სტვენა შოთას და ხვიჩას დაუვიწყარი გოლი…

ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კვლავ აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე “ერთა ლიგის” გზით გავიდეს. ეს ტურნირი სულ მესამედ ჩატარდა, თითქოს “საჩვენოა”, მაგრამ მთავარი წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დღეს ფინალური მეტოქის, საბერძნეთის ნაკრების ირგვლივ ვისაუბროთ. ოქროს საწმისისა თუ ბერძნული კოლონიზაციების შესახებ ისტორიულ რაკურსს ამჯერად თავს ავარიდებთ და საქართველო – საბერძნეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს შევეხებით. ბალანსი ჩვენთვის იმდენად […]

კამალა ჰარისმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „რაც მოხდა ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ეს აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუხატოთ სამძიმარი მათ ოჯახებს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. კამალა ჰარისმა გაიმეორა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ვაშინგტონს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულა თავდასხმაში უკრაინის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვიცით, რომ […]

„ოქრო კიდევ უფრო გაძვირდება“ – რა ღირს ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ქართულ ბაზარზე

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საერთაშორისო ტენდენცია მცირედით უკვე აისახა ქართულ ბაზარზე, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განაცხადეს, ოქრო საქართველოში მალე კიდევ უფრო გაძვირდება. „ამჟამად ოქრო ბაზარზე გაძვირებულია, მაგრამ ფასების კიდევ უფრო აწევას ველოდებით, რომ შემდგომ უფრო ძვირად გავყიდოთ. ახლა ოქროზე მოთხოვნა ისედაც შემცირებულია, თუნდაც მარხვის გამო, მაგრამ წესით ტენდენცია გაუმჯობესდება. ის […]

„ბევრი ეჭვი ჩნდება… მახსენდება 2005 წელი, როცა ავეჯის ქარხნებში ისხმებოდა ღვინოები“ – ექსპერტი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი და ღვინის დარგის მართვის მაგისტრი გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლი უნდა გაძლიერდეს და ამას მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტო ვერ გასწვდება. ღვინის შესაძლო ფალსიფიკაციაზე ღვინის დარგის მართვის მაგისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. – ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ საქართველოს მეღვინეობა თითქმის გადავიდა პოსტსაბჭოთა სტილის მეღვინეობიდან და გადავდივართ თანამედროვე, ევროპული სტილის […]

თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე დღეს სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განიხილავენ. ასევე, აირჩევენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს/წევრებს, ხმის დამთვლელ კომისიას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრს/წევრებს; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრს/წევრებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ […]