ისრაელის თავდაცვის ძალები – შიფას საავადმყოფოში დაკავებული 800 ეჭვმიტანილიდან ნახევარზე მეტი „ჰამასის“, ან „ისლამური ჯიჰადის“ წევრია

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის შიფას საავადმყოფოში ოპერაციას აგრძელებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის ფარგლებში ჯარისკაცების მიერ დაკავებული 800 ეჭვმიტანილიდან 480 „ჰამასის“ ან პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ წევრი აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს, ისრაელელმა სამხედროებმა ტერორისტული ჯგუფების კუთვნილი ინფრასტრუქტურა და იარაღის […]

თბილისში ღვინის ქვის სამკაულის მსოფლიოში პირველი შოურუმი გაიხსნა, რომელიც ოთხ ბრენდ აერთიანებს

გასულ კვირას თბილისში მაღაზია “#გადაეცი ემოცია” გაიხსნა, რომელიც ერთი კომპანიის ოთხ, ღვინის თემატიკისა და სამკაულების ბრენდს: Emocia-ს, Emocia Wines-ს, Wine Diamond-სა და “მარილას” – აერთიანებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თამარ აბულაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ახალი მაღაზია, რომელიც შოურუმთან ერთად, მცირე საწარმოსა და სახელოსნოსაც აერთიანებს, მსოფლიოში პირველია, რომელშიც ღვინის ქვის სამკაული იყიდება. “მაღაზიას “გადაეცი ემოცია” ჰქვია, რადგან ის […]

ტექნოპარკში „Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 – Demo დღე“ გაიმართა

ტექნოპარკში „Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 – Demo დღე“ გაიმართა, სადაც პროექტის თვრამეტმა ფინალისტმა საკუთარი იდეა და პროტოტიპი ჟიურის წინაშე წარადგინა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებულმა გუნდებმა პროტოტიპის გასავითარებლად GITA-ს დაფინანსება მოიპოვეს. „პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა – FSTF 15 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. სტარტაპი მუშაობს მოწყობილობაზე, რომელიც ტექსტს ბრაილის შრიფტად თარგმნის (თბილისი). მეორე ადგილზე გასულმა […]

NGO სექტორის ნაწილი დღეს წარმოადგენს ყველაზე მეტად გაუმჭვირვალე სექტორს

NGO სექტორის ნაწილი დღეს, სამწუხაროდ, წარმოადგენს ყველაზე მეტად გაუმჭვირვალე სექტორს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს NGO სექტორი, რომელიც აფილირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, ფინანსდება დონორი ორგანიზაციებისგან, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. რადიკალურ ოპოზიციას, სამწუხაროდ, ბევრი NGO უწყობს ხელს საკუთარი ქმედებების განხორციელებაში, თუნდაც ნიკანორ მელიას ციხიდან გამოშვებაში მათ მიერ […]

ამოჩემებული ვყავართ დაახლოებით 30-მდე მოსამართლე – დიმიტრი გვრიტიშვილი

მოსამართლეთა უდიდესი უმრავლესობა ამ პოზიციას იზიარებს, რომ ე.წ. ვეტინგი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. „ალბანეთის შემთხვევაში, გამოკითხული მოსამართლეების 58% ამბობდა, რომ სასამართლო სისტემაში არის კორუფცია და უნდა გატარდეს რეფორმა. ასეთი წინაპირობები საქართველოში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ეფუძნება საქართველოს […]

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ ამის შემოწმებას არ აპირებენ, წინასწარ გამოიტანეს განაჩენი, ქმნიან ნოყიერ ნიადაგს მოსამართლეთა გასაყრელად

წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები და წინასწარ გაქვს მოსაზრება გამოთქმული, მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერება არ გაინტერესებს, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. მურუსიძის თქმით,მ ე.წ. ვეტინგი კეთილსინდისიერებას არ ეხება. „ვეტინგთან“ დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ […]

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ივან კორჩოკი ლიდერობს – მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ივან კორჩოკი ამომრჩეველთა 42.52%-ის მხარდაჭერით ლიდერობს. მისი ოპონენტი, მმართველი კოალიციის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი 37.03%-ით მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა. სლოვაკ […]

რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინისკენ გასროლილმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დაარღვია

რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინისკენ გასროლილმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალები X-ზე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დილის 4:23 საათზე დაარღვია და 39 წამის შემდეგ დატოვა. “იერიშის მიზანი დასავლეთ უკრაინის ქალაქები იყო. რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე ქალაქ ოსერდოვთან ახლოს გადაკვეთა და მასში 39 წამი დარჩა. მთელი […]

ალექსანდრე არქანია უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის “Bukovyna Grand Prix” გამარჯვებულია

უკრაინაში, ქალაქ ჩერნივცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე Bukovyna Grand Prix, სადაც 5 ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობს, პირველი გამარჯვებული გვყავს. 8 წლის ალექსანდრე არქანიამ, -30 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან 3 შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა ანგარიშით 8:0, 7:0, 3:0, ხოლო ფინალური ორთაბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო — მედია

მოსკოვში პარასკევს, 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ISKP-მა აიღო. ეს არის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალი, რომლის სახელოდებაცაა „ისლამური სახელმწიფოს ფილილიალი ხორასანის პროვინციაში.“ როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ISKP-თან დაკავშირებულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია პასუხისმგებლობის აღების შესახებ, ასევე Crocus City Hall-ში თავად ტერორისტების მიერ გადაღებული ვიდეო, თუ როგორ ხოცავენ ისინი კონცერტზე მისულ ადამიანებს. აღნიშნული ვიდეო […]