საფრანგეთმა, მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაშის დონე აწია

საფრანგეთმა რუსეთში, საკონცერტო დარბაზში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა, – ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მოიწვია. „იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ავწიოთ „ვიგიპირატი“ (ეროვნული უსაფრთხოების განგაშის […]
CNN – ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელში პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირის ღაზის სექტორში დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ პალესტინელ პატიმრებს შორის 100-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის. CNN-ის ცნობით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ბილ ბერნსის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც იმყოფებოდა დოჰაში, სადაც „ჰამასი“ […]
„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსმა ტერორისტებმა, კვირის განმავლობაში, 700 ბომბი და 190 რაკეტა გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ათასზე მეტი საშუალება გამოიყენეს – რაკეტები, ე.წ. „კამიკაძე“ – დრონები და ავია ბომბები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „კვირის განმავლობაში, რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 190 რაკეტა, 140-მდე „შაჰიდი“ და 700-მდე სხვა მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც […]
“კვარაცხელია გვემუქრება – ჩვენმა უკეთესმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს” – საბერძნეთის ნაკრები თბილისშია, ბერძნული მედია კი ოპტიმისტობს

26 მარტს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უმასპინძლებს. ბერძნული მედია მომავალ დაპირისპირებას ფართოდ აშუქებს. მეტოქე გუნდი გუშინ საღამოს ჩამოვიდა თბილისში და მისი ფეხბურთელები საკმაოდ მშვიდად და ხალისიანად არიან. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე მოჩანს. მათი გამოცემები კი საქართველოში აჟიოტაჟზე წერენ და სტადიონზე ანშლაგზე ამახვილებენ ყურადღებას. რატომღაც განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას nakrebi.ge-სთან დამაჯერებელმა საუბარმა გააღიზიანა. […]
“კროკუს სიტი ჰოლზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

ეს მასალა შეიცავს ძალადობის აღწერას, რაც შეიძლება უსიამოვნოდ მიიჩნიოთ. 24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააპატიმრა მოსკოვის გარეუბანში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ოთხი პირი. 22 მარტის ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა. დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ […]
გახარია ოცნებაზე: საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ

მე ასეთ პრინციპს ვემხრობი: რაც უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მერწმუნეთ, მით უკეთესად იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ. ამიტომ, რაც უფრო მეტს ხმაურიანად და ვითომ ეპატაჟურად იტყვიან, რომ “60%-ს მივუახლოვდით”, ეს 60% კარგ შემთხვევაში 2-ზე და ცუდ შემთხვევაში მათთვის, 3-ზე გაყავით და ეს არის მათი რეალური რიცხვი. […]
საქართველო – საბერძნეთი | 25 მარტის განრიგი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. მატჩამდე ერთი დღით ადრე, 25 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე კი, თამაშის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო სევსამორაში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია […]
შერმადინის 22 ქულა, 5 დაფარება და ტურის მორიგი MVP-ის ტიტულის მოლოდინი

გიორგი შერმადინი ისევ შეუჩერებელია. ესანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთმაშე გახდა, რითაც ამ ტიტულების რაოდენობა (20) ისტორიულ და რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. შერმადინი მიღწეულში არ ჩერდება და დიდი შანსია, ის მორიგი, 26-ე ტურის MVP-იც გახდეს და თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს. საქმე იმაშია, რომ ამ ტურის დღეს გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა ისეთი შედეგი დააფიქსირა, […]
კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელებიდან ორმა ბრალი უკვე აღიარა

კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილი ტერაქტის საქმის პირველმა ორმა ფიგურანტმა ბრალი აღიარა. ბრალი აღიარეს რაჩაბალიზოდა საიდაკრამი მუროდალიმ და დალერჯონ მირზოევმა. ორივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა. მუროდალი არის პირი, რომლის ყურის მოჭრის ვიდეო 23 მარტს გავრცელდა. კადრებში ჩანდა, როგორ ტენიდა მას პირში რუსი სამართალდამცველი სხეულის მოჭრილ ნაწილს და თან ურტყამდა. დაკავების შემდეგ ჩატარებულ დაკითხვის ვიდეოში კი ჩანდა, რომ […]