ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე
გიორგი გამსახურდიამ ევრონესტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. ამ თემაზე პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისთვის ოპოზიციის ქმედებები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მოულოდნელი არ ყოფილა. „ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. არანაირად არ შედის მათ ინტერესში, რომ საქართველოს ოდნავი მხარდაჭერა მაინც გაუწიონ. ეს ჩვეულებრივი […]
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება. მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია ასეულ ათასი ადამიანის ხელმოწერით მივლენ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან. „ასეულ […]
მედია – რუსეთში ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ორი ენერგობლოკი მწყობრიდან გამოვიდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა. […]
საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეს სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით გაიმართა საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და ასევე, საშიშროება, რომლის წინაშე საფრანგეთიცაა. ტერაქტების საფრთხის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 25 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის, სოფელი სამადლოს და სოფელი დიდების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. […]
„ბეგმანო“ გაფართოებას და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი „ბეგმანო“ რამდენიმე წელია ბაზარზე ოპერირებს. სამკაულები სახლში მოწყობილ სახელოსნოში მზადდება და იყიდება ონლაინ, თუმცა იგეგმება გაფართოება და ფიზიკური მაღაზიის გახსნა. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწყის ეტაპზე, იგეგმებოდა მხოლოდ ხელჩანთების წარმოება, თუმცა კომერციული დატვირთვა ბრენდმა სამკაულების მხრიდან მიიღო. „კომპანია შეიქმნა 2017 წელს, თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ხელსაქმე ჩემი ჰობი იყო, ბავშვობიდან მაინტერესებდა ყველაფერი, […]
ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურებულია ასობით სახლი

ძლიერის წვიმამ ბრაზილიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ამჟამად ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველი ახორციელებს. 15 ადამიანი ესპირიტუ-სანტუში დაიღუპა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული […]
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. “ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის […]
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ოდესის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა. მსხვერპლის და სხვა დაზიანებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. „მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია ოდესის ოლქს დრონებით. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ოდესის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, […]
რუსეთის სამხრეთში ელექტროსადგური გაითიშა სავარაუდოდ, დრონებით შეტევის შედეგად

დღეს გათენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სამხრეთში მდებარე როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის რაიონში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ათამდე აფეთქების შესახებ იუწყებიან. სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურზე. როსტოვის ოლქის ხელისუფლება ელექტროსადგურზე ხანძარს ადასტურებს, თუმცა, გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს. ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურის ტრანსფორმატორზე იყო […]