თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი მეზობელმა დაჭრა

თბილისში, ვაზუსუბნის დასახლებაში, კაცმა მეზობელი, ახალგაზრდა ქალი დაჭრა. როგორც ირკვევა, დაჭრილი 30 წლამდე ქალია და ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

მასალა ნაწილობრივ მომზადებულია 2021 წელს ტაბულაზე გამოქვეყნებული სტატიის – “ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია – აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერი” მიხედვით რუსეთში, მოსკოვის მიმდებარედ, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლში მოწყობილ სასაკლაოზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, იგივე ISIS-ის ერთ-ერთმა განშტოებამ, ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთი, ან ხორასნის პროვინცია დასავლურ მედიაში შემდეგი აბრევიატურებით […]
ჩერგოლეიშვილი: რეალური მშვიდობის ერთადერთი გზა NATO-ს წევრობაა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ლაივში მშვიდობის მნიშვნელობაზე და მისი პარტიის იმ ხედვებზე საუბრობს, რომლითაც, მისი აზრით, მშვიდობის მიღწევაა შესაძლებელი. ჩერგოლეიშვილის თქმით, საზოგადოებაში ომის შიში აბსოლუტურად რაციონალურია, თუმცა მნიშვნელოვანია, ქართული ოცნებისა და რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, ამ შიშის მართვა მოხდეს, ამისთვის კი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სწორი პოლიტიკური მესიჯების გასავრცელებლად დისკუსია უნდა დაიწყონ. “ჩვენ, ევროპული […]
თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ”ინტერპრესნიუსი” შსს-სთან დეტალებს არკვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
რუსეთში ტერაქტის ორ მონაწილეს ბრალი წაუყენეს, გამოძიება სამუდამო პატიმრობას ითხოვს

რუსეთში ბრალი წაუყენეს კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმაში მონაწილე პირველ ორ პირს. გამოძიება მათთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია მოსკოვის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. პირველი ორი, ვისაც ბრალი წაუყენეს, დალერჯონ მირზოევი და საიდაკრამ რაჩაბალიზოდი არიან. რუსეთის სისხლის სამართლის 205-ე მუხლის მიხედვით, ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, […]
ბერძენ ქომაგებს დინამო არენაზე 2300 ადგილს გამოუყოფენ

საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილია 2,300 ადგილი იმისთვის, რომ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრონ. როგორც უკვე ცნობილია, მატჩი გაიმართება 26 მარტს, საბერძნეთის დროით 19:00 საათზე, ბერძნებისთვის ბილეთის საფასური მხოლოდ და მხოლოდ 7 ევროს შეადგენს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე, [email protected], მოთხოვნის გაგზავნით, სადაც საჭიროა ლათინური ასოებით სახელისა და გვარის, […]
როგორია რეგიონში ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმოს სამომავლო გეგმები? – “ფავორიტი” & “კოლორ პაკი”

„კოლორ პაკი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც მიმდინარე წელს ახალი 6 00 კვ.მ, სამ სართულიანი საწარმოო შენობის დამატებას და ამასთან მზის პანელების სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს – ამ და სხვა უახლოეს მიზნებზე BMGtv-ის გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” ”ფავორიტი სტილის” ფინანსისტი & “კოლორ პაკი”, გენერალური დირექტორი სანდრო გახელძე საუბრობს. მისი თქმით, გასული წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული […]
ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს – გიორგი გამსახურდია პრეზიდენტზე

ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. „ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს. არაპროგნოზირებადი ადამიანია სამწუხაროდ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ მაქსიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყანას“, – აღნიშნა პირველი პრეზიდენტის შვილმა. მისივე თქმით, არჩევნებისთვის ყოველდღიურად ელის ვითარების დაძაბვას. გამსახურდიამ […]
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ომის ხუთი თვის მანძილზე დაღუპულია მინიმუმ 32226 ადამიანი

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც მართავს დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად), 24 მარტს განაცხადა, რომ სექტორში, სულ ცოტა, 32226 ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც ხუთი თვის წინ დაიწყო ომი ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის. სამინისტროს თანახმად, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა 84 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ღაზაში 74518 ადამიანია დაჭრილი ომის დაწყების შემდეგ, როცა […]
“ვაერთიანებთ ყველა პოლიგრაფიულ მიმართულებას. რეგიონში ყველაზე დივერსიფიცირებული საწარმო ვართ” – “ფავორიტი” & “კოლორ პაკი”

დივერსიფიცირებული პოლიგრაფიულმა საწარმო „კოლორ ჯგუფი” რეგიონში ერთადერთია, რომელიც ყველა პოლიგრაფიულ მიმართულებას აერთიანებს – კომპანიის შესახებ BMGtv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” “ფავორიტი სტილის” ფინანსისტმა და “კოლორ კაპკის” გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. სანდრო გახელაძის თქმით, ორმა საწარმომ სიმძლავრეები წლების წინ გააერთიანა და 30 000 კვ.მ-ზე შექმნა რეგიონში ყველაზე დივერსიფიცირებული საწარმო.