ერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კვლავ აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე “ერთა ლიგის” გზით გავიდეს. ეს ტურნირი სულ მესამედ ჩატარდა, თითქოს “საჩვენოა”, მაგრამ მთავარი წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დღეს ფინალური მეტოქის, საბერძნეთის ნაკრების ირგვლივ ვისაუბროთ, გადამწყვეტი მატჩი მოახლოვდა… ოქროს საწმისისა თუ ბერძნული კოლონიზაციების შესახებ ისტორიულ რაკურსს ამჯერად თავს ავარიდებთ და საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს შევეხებით. ბალანსი ჩვენთვის […]
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ურთულეს გზაზე არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა

მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი. „საქართველოს მართლმადიდებელი […]
სახალხო დამცველის აპარატი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია N2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე, განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი „ტვ პირველის” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია N2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე, განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2024 წლის 24 მარტს ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე დაწესებულებაში არსებულ ცუდ პირობებთან და მოპყრობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის რწმუნებულები ყოველკვირეულად ხვდებიან სხვადასხვა პენიტენციურ […]
ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. „ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას პარალელური რეჟიმით. აღინიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, […]
პარლამენტს დღეს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები წარედგინება

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. სიახლის მიხედვით, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ცვლილებები ეხება საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებასაც. პროექტის მიხედვით, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა […]
ფლორენციაში, ბინის გაძარცვის მცდელობის ბრალდებით, 31 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ფლორენციაში, ნოვოლის რაიონში, ბინის გაძარცვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ძარცვის მცდელობის დროს სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. 31 წლის კაცი დაკავების დროს ჯერ კიდევ შენობის კიბეზე იმყოფებოდა. სახლში ნაპოვნია ვერცხლის ნივთებით სავსე ზურგჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, მან დატოვა. ფლორენციის სასამართლოს მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფლორენციის სოლიჩიანოს ციხეში გადაიყვანეს.
დღეს დენი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის, სოფელი სამადლოს და სოფელი დიდების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და […]
ფეხბურთის მატჩის გამო, 25-27 მარტს რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება იზღუდება

25 მარტის 08:00 საათიდან 27 მარტის 12:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება იზღუდება. მიზეზი თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებია. მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინზე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში, […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 მარტს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 […]
საქართველო – საბერძნეთი | 25 მარტის განრიგი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 24 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. მატჩამდე ერთი დღით ადრე, 25 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე კი თამაშის მასპინძელ “დინამო არენაზე” ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო “სევსამორაში” ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია […]