რუსეთში ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ორი ენერგობლოკი მწყობრიდან გამოვიდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა. […]

კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს, ბრალი ოთხივემ აღიარა

კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ტერორისტებს ჯერჯერობით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალი ოთხივემ სრულად აღიარა. რუსეთის სისხლის სამართლის 205-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათგან ორმა რუსული არ იცის. ეჭვმიტანილები სასამართლოში, სადაც პროცესი […]

კი არ მომიკლეს მარტო, დამიტანჯეს შვილი. შვილის დატანჯვას მე, მამა, ვერ ვაპატიებ – თამაზ მოლაშვილი

„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მსხვერპლთა ოჯახების წევრებს შეხვდა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რა ვითარება იყო საქართველოში, როდესაც მას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მართავდა. სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა გაიხსენა რა პირობებში იმყოფებოდა ციხეში მისი შვილი. „იქ, საპატიმროში რას უშხაპუნებდნენ, რეებს უკეთებდნენ? ერთმა ექიმმა – C-ჰეპატიტი აქვს, ვუმკურნალოთო. 11 თვის შემდეგ გავიგეთ ჩვენ. 11 თვე არ […]

პოლონეთის სეიმის სპიკერი რუსული რაკეტის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე – ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და მოხდება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება

ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, რუსული რაკეტებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტები შესაძლოა განმეორდეს, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის სეიმის სპიკერი, შიმონ გოლოვნია რუსული რაკეტის მიერ გუშინ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს. „ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და, დიდი ალბათობით, მოხდება, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება“, – აღნიშნა შიმონ გოლოვნიამ. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა სისტემამ […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს ულოცავს. „დღეს კათოლიკე ქრისტიანები თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის, იესო ქრისტეს დაბადება ახარა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია მილოცვაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს ულოცავს. „დღეს შიიტი მუსლიმები იმამ ჰასანის (იმამ ჰასან იბნ ალი ალ-მუჯთაბა), იმამ ჰუსეინის ძმის და წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ ჰასანი იყო შიიტების მე-2 იმამი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს ულოცავს და მათ […]

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა

„ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები გამართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა. მათივე ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს აშშ-დან საერთაშორისო კონსულტანტმა მარია დე ლორდეს არეოლამ მიმართა და გამოცდილება გაუზიარა. სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა […]

რელიგიის სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. „1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. 1811 წელს გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 106 წლიანი იძულებითი […]

“2023 წელს უპრეცედენტო პროექტი განვახორციელეთ” – როგორი იყო “ოდაჰაუსისთვის” გასული წელი?

ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი კომპანია “ოდაჰაუსის” ადმინისტრაციული მენეჯერი, მარიამ გუგუციძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ 2023 წელს მათ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა და ტენდენციის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც ელიან. “ოდაჰაუსი” მომხმარებელს მშენებლობის სრულ სერვისს სთავაზობს, რაც დასრულებული პროექტის გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარებას ითვალისწინებს. “ჩვენს სახლებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, 2023-შიც, 2022 წელთან შედარებით, ასე იყო და ანალოგიურად ველოდებით მიმდინარე […]

ოდესასა და ნიკოლაევზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში 25 მარტს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში 4-4 დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილმა სამიზნეებამდე მიაღწია. სარდლობის მონაცემებით, ნიკოლაევის ოლქში დრონი მოხვდა ენერგეტიკულ ობიექტს, […]