ბექა დავითულიანი – მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ

უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ისეთი პუნქტების გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, ოპოზიციას მოუწევს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და ჩაერთოს ამ პროცესში, ან პირდაპირ თქვას, რომ არ ემხრობა ამას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა “ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო […]
დღეს ენმ პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს

დღეს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის წევრები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბებიან. ავტოკოლონა წალენჯიხიდან თბილისის მიმართულებით დილით უკვე დაიძრა. მათ ზუგდიდიც შეუერთდა, მომდევნო გაჩერებები ქუთაისი და გორი იქნება. “სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს […]
დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე – მედია

როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილ გოლუბევის და ტელეგრამ არხის “Eto Rostov” ცნობით, რუსეთში, 24-25 მარტის ღამეს ნოვოჩერკასკის GRES თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა. წყაროების ცნობით, რუსეთის სამხრეთით მდებარე დიდ ელექტროსადგურს, სავარაუდოდ, დრონებით დაესხნენ თავს. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ როსტოვის თავზე სულ მცირე 10 დრონის ხმა ისმოდა, შემდეგ კი აფეთქებების ხმა ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურის მიდამოებში გაისმა. ხანძარს ტიხორეცკაიას და როსტოვსკაიას 330 […]
„ასეული ათასი ადამიანის ხელმოწერით წალენჯიხიდან მსვლელობა დაიწყო“ — ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასეული ათასი ადამიანის ხელმოწერა შეგროვდა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ. ენმ-ის ცნობით, პარტიის წევრები მათ შორის სოფო ჯაფარიძე, გია ხარჩილავა და თემურ ჯანაშია ხელმოწერებით წალენჯიხიდან საავტომობილო კოლონით მოდიან და მსვლელობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ: „ასეულ ათასის ადამიანის ნება გამოხატულია ხელმოწერებით, გამარჯვებული წალენჯიხიდან გეზს იღებს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციისკენ. ამ ხელმოწერებში […]
AJet -ის რეისებზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

Turkish Airlines -ის ახალმა ბრენდმა AJet -მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზების საკუთრებაში მყოფ AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს და მგზავრებს უფრო დაბლფასიან და გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებს. ავიაკომპანია Ajet ოპერირებას 2024 წლის 31 მარტიდან, ფლოტში არსებული 95 თვითმფრინავით დაიწყებს და ფრენებს 41 შიდა და 52 საერთაშორისო მიმართულებით განახორციელებს. AJet georgia ფრენებს სტამბოლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს. […]
მივლინებებში ყველაზე მეტი თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებმა დახარჯეს

2023 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 72.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 22.1 მლნ ლარით მეტია, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, სამინისტროებს შორის, 2023 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებმა დახარჯეს. სამინისტროების მიერ 2023 წელს სამივლინებო ხარჯების რეიტინგი შემდეგია: · თავდაცვის სამინისტრო – 9.4 მლნ ლარი (2022 წელს […]
ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა, თუ რა საჩუქარი აქვს მომზადებული ხვიჩა კვარაცხელიასთვის. იგი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს, რასაც სიმბოლური დატვირთვა ექნება. „როდესაც ხვიჩას დაბადების დღე იყო, მაშინ მე ვიდეომიმართვა ჩავწერე და აზრი მომივიდა. აგერ, ჩემს წინ არის ჭადრაკი, რომელიც ქართულ ცეკვას წარმოადგენს. ეს ჭადრაკი საკოლექციოა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოუშვა. მე […]
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან პრეზიდენტის სასახლემდე მსვლელობა დაიწყო

ნაციონალურმა მოძრაობამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება წალენჯიხიდან დაიწყო და მსვლელობას რამდენიმე ქალაქში გააგრძელებს. “სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც და ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად, დიახ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს […]
ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას – მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ე.წ ვეტინგზე

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მოსამართლის შემოწმების ნებისმიერი მოდელი, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით სასამართლოს ხელისუფლების ჩანაცვლებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს არსებობს. „ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით, ამ რადიკალი […]
მდინარაძე: დავაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა გარანტიები

ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძე კვლავ “ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე” საუბრობს და ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირონ, სადაც “ოჯახურ ღირებულებათა და და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები” გაიწერება. მდინარაძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ, ახლო მომავალში კანონში შესაბამის ცვლილებებსაც დააინიცირებენ, რაც რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. “ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისთვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე […]