გადაიწერება ევროპის ჩემპიონატის ისტორია? – ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერი საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული…

ჩაივლის თუ არა ევრო 2024 დებიუტანტის გარეშე და გადაიწერება თუ არა ტურნირის ისტორია – ეს ყოველივე საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ 1960 წლის შემდეგ, მას მერე რაც ევროპის ჩემპიონატი იმართება, ტურნირს მინიმუმ ერთი დებიუტანტი ჰყავს. ახლა გერმანიის საგზურის მოპოვება მხოლოდ ერთ დებიუტანტსღა შეუძლია და ეს საქართველოს ნაკრებია, ყველა სხვა გასულ ნაკრებს კი ამ დიდ […]

“როცა ვეუბნები, რომ კვარას სამშობლოდან ვარ – “გაუმარჯოს საქართველოს” – ასე მპასუხობენ… რა მაგარია, ასე რომ ასახელებ ქვეყანას” – ნუკი კოშკელიშვილის შთაბეჭდილებები და ახალი ფოტოები ნეაპოლიდან – Marao

“როცა ვეუბნები, რომ კვარას სამშობლოდან ვარ – “გაუმარჯოს საქართველოს” – ასე მპასუხობენ… რა მაგარია, ასე რომ ასახელებ ქვეყანას” – ნუკი კოშკელიშვილის შთაბეჭდილებები და ახალი ფოტოები ნეაპოლიდან – Marao “Where are you from? (საიდან ხარ?) – მეკითხებოდნენ. I’m from Kvara’s homeland (კვარას სამშობლოდან ვარ)… “გაგიმარჯოს საქართველო” – ასე მპასუხობდა თითოეული ნეაპოლის მაცხოვრები. ვახ, რა მაგარია, ასე […]

გიორგი კაჭარავა – საქართველოდან აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საფასური და აქედან მიღებული ეკონომიკურ სარგებელი, მინიმუმ ორჯერ აღემატება აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილ ფულად და საბიუჯეტო დახმარებას

აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-აფხაზეთისა და საქართველო-აფხაზეთის პრობლემურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა. – ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სოხუმის ხელისუფლებას ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა მოითხოვა, აფხაზეთში შიდა პოლიტიკაში ვითარების გამწვავების არაერთი აქტივობა ვიხილეთ. დაწყებული იმით, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ბიჭვინთის აგარაკების შეთანხმებაში სოხუმმა კორექტივები შეიტანა და ისე მოახდინა […]

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არც […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. „მინდა მივესალმო შეუპოვარ, შეუდრეკელ, მებრძოლ და დაუღალავ მეგრელებს, რომლებიც ოდითგანვე იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს, ბოლომდე […]

ლევან დავითაშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას პარალელურ რეჟიმში. აღინიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსისტემის გამტარუნარიანობას და […]

„ბოლო 3 წლის განმავლობაში შემოსავლები თითქმის გახუთმაგდა“ – როგორია Vitamini.Ge-ს ფინანსური მაჩვენებლები

შპს „ჯეო-ოლიმპის”“ (Vitamini.Ge • ვიტამინები და საკვებ დანამატები), რომელიც სპორტული საკვებ დანამატების წამყვანი ქსელია საქართველოში, ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა. Vitamini.Ge-ს შემოსავალი ყოველწლიურად მზარდია და ბოლო 3 წლის განმავლობაში შემოსავლები თითქმის გახუთმაგდა. კომპანიის ბიზნეს მოდელი ძირითადად მოიცავს საკვებ დანამატების, ვიტამინებისა და მინერალების იმპორტს და შემდგომ მის რეალიზაციას ფიზიკური გაყიდვის წერტილების და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. კომპანია ასევე […]

„მეტად რთული კვირაა, განსაკუთრებით მძიმე იქნება 25 მარტი“ – ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

მეტად რთული კვირაა, განსაკუთრებით მძიმე იქნება 25 მარტი, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა. ამასთანავე, სწორედ ორშაბათიდან დაიწყება დაბნელების დერეფანი, რომელიც მთელი ორი კვირა გაგრძელდება. მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, სიფრთხილე და ყურადღება, რათა ნაკლები ზარალითა და დანაკარგით გაიაროთ მძიმე ორი კვირა. ვერძი – მართალია, […]

როგორია ვაზისუბანში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, ეკატერინე მიქელაძემ განაცხადა. „ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულის მიდამოზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. […]

საფრანგეთმა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთმა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ საგანგებოდ გამართული უსაფრთხოების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალას მიხედვით, უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების მიღების მიზეზი მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე ისლამური სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება გახდა, რაც, შესაძლოა, საფრანგეთისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის სამი დონე არსებობს. მთავრობის გადაწყვეეტილებით, ქვეყანაში მესამე, უმაღლესი […]