სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურეობის ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათი ცნობით, ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც 2023-2024 წლების განმავლობაში მიღებული აქვთ მესამე ქვეყნის (თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი) ნებართვა, შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ გაცხადებულ თარიღებში მიიღონ შესაბამისი ნებართვები. “გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც […]
ისრაელის პრემიერის ოფისი გაერო-ს რეზოლუციაზე – ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მის მრჩევლებს აღარ გაგზავნის. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო. ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების […]
თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში. აკადემიის დღე სერჟანტებს, ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და მათ კარიერული განვითარება უსურვა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საზეიმო […]
1 აპრილიდან 1 მაისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება. დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა, კერძოდ, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შეიზღუდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება […]
რომელი ავტობუსები იმოძრავებს მატჩის დღეს 2:00 საათამდე — სია

თბილისში, დინამო არენაზე საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით, რიგ მარშრუტებზე ავტობუსების მუშაობის დრო 2:00 საათმდე გახანგრძლივდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 26 მარტს 00:00 საათის ნაცვლად, 2:00 საათმდე როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება ავტობუსები: · N301, · N306, · N308, · N310, · N311, · N314, · N315, · […]
კურიოზული სიტუაცია – საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე, ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO]

კურიოზული სიტუაცია – საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე, ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO] Geo Team-მა დღეს გაავრცელა “სტამბაში” მყოფი ბერძენი ფეხბურთელების ფოტო. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების 4 ფეხბურთელი: კონსტანტინოს ციმიკასი, კონსტანტინოს მავროპანოსი, ანასტასიოს ბაკასეტასი და ვანგელის პავლიდისი თბილისი […]
,, რადიკალებს ვეკითხებით, არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?” – მიხეილ ყაველაშვილი

,, რადიკალებს ვეკითხებით, არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?” – მიხეილ ყაველაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტში მთავარი აქცენტებია იმაზე, რომ მიუღებელია: ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვისთვის სქესის გადაკეთება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამ კანონპროექტის ძირითად ნაწილზე ქართული საზოგადოება თანხმდება, რადიკალები კი ცდილობენ, რომ რამე გამოჩხრიკონ, რაც საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს, – […]
შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული ქალი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული ქალი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს ქალს, რომელმაც შეყვარებული დაჭრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. დანაშაული ფონიჭალაში 23 მარტს მოხდა. 28 წლის მაკა ალექსანდრიამ 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მაკრონი: ისლამისტურმა ჯგუფმა ბოლო თვეებში საფრანგეთში უშედეგო თავდასხმები დაგეგმა

ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, რომლებმაც მოსკოვთან ახლოს საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას 137 ადამიანი მოკლეს, ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” იმ ფილიალს წარმოადგენდნენ, რომელმაც რამდენიმე უშედეგო თავდასხმა დაგეგმა ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში. საფრანგეთის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებით, სწორედ ეს ფაქტი ხსნის გუშინ, საფრანგეთის მიერ ქვეყანაში მომატებული რისკების კვალდაკვალ, განგაშის სისტემის დონის უფრო საყურადღებო დონეზე […]
ტერაქტი რუსეთში – კრემლი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე საუბრობს

გასულ კვირას რუსეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ოფიციალური ინფორმაციით, 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 180-ზე მეტი დაშავდა, 90-მდე ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას გადის. კრასნოგორსკის საკონცერტო დაბრაზზე მომხდარი თავდასხმა ბოლო წლებში რუსეთში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია. კრემლი ამბობს, რომ დამნაშავეების „დანდობა არ მოხდება“. ამ დროისთვის დაკავებულია თავდასხმაში ბრალდებული […]