მელონი: პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, კრემლის მუქარის შემცველი რიტორიკა მას არ აშინებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მელონის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას მიემართება, რომელსაც კრემლის პროპაგანდა ISIS-ის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების მიუხედავად, თავდასხმის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს. “ვფიქრობ სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე […]

რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებაზე არ მივიდა

პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი არ მივიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ის რუსეთის რაკეტის გამო დაიბარა, – ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა პოლონეთის სააგენტოს აცნობა. პოლონეთის მოთხოვნით ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა. ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]

ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 1,09 მლრდ-ს მიაღწია

ჩინეთის ინტერნეტ ქსელის საინფორმაციო ცენტრის (CNNIC) მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ინტერნეტ სტატისტიკის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ონლაინ მომხმარებელთა რაოდენობა 24 მილიონ 800 000-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 90 მილიონს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 77,5%-ია. შედეგად, გაიზარდა ონლაინ სერვისებით მოსარგებლეების რაოდენობაც. მობილური ტაქსის სერვისით მოსარგებლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 20,7%-ით, მოგზაურობის ონლაინ დაჯავშნის სერვისით მოსარგებლეების […]

“ბეშიქთაშის” დირექტორი კვერნაძის თამაშით მოიხიბლა და მის გადაბირებას შეეცდება

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი “ბეშიქთაში” ამჟამად სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ “გალათასარაის” 35 ქულით ჩამორჩება და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. sabah-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი სამეტ აიბაბა და მწვრთნელის ასისტენტი სერდარ ტოპრაკტეპე 22 მარტს სტამბოლში თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს (2:1) დაესწრნენ, რათა თავიანთი გუნდის თავდამსხმელის სემიხ კილიჩსოის თამაში ენახათ, თუმცა მათი ყურადღება […]

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, მაკა ალექსანდრიამ განაცხადა, ის უახლესი მეგობრის და შეყვარებულის ღალატის მსხვერპლი გახდა. „დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ასევე, სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი“, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაული არ იყო გამიზნული […]

“გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე” – ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – “გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაში ეკონომისტები, ფინანსისტები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ბოლო წლებში განცდილმა ერთმანეთის მიმყოლმა […]

გაეროს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მომთხოვნ რეზოლუციას აშშ-მ ვეტო არ დაადო

გაეროს უშიშროები საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და ჰამასის მიერ მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. აშშ-მ, რომელსაც ვეტოს დადების უფლება ჰქონდა და არ გამოიყენა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. […]

სახდეპის პასუხი ფორმულას შეკითხვაზე საქართველოში ანტიკორუფციული სამუშაოების გაძლიერებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხობს ფორმულას ამერიკის ბიუროს ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოში ანტიკორუფციული სამუშაოების გაძლიერებასთან დაკავშირებით. შეკითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ანტიკორუფციული ბრძოლის კოორდინატორის აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა გააძლიეროს ანტიკორუფციული სამუშაოები ქვეყნის შიგნით, სახდეპი ასე პასუხობს: “იანვარში საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას, კოორდინატორმა ნეფიუმ აღნიშნა, რომ […]

კუიბიშევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ დრონით თავდასხმის შემდეგ სიმძლავრის ნახევარი დაკარგა

კუიბიშევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ დრონით თავდასხმის შემდეგ სიმძლავრის ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის თანახმად, 23 მარტის თავდასხმის შემდეგ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. გამოცემის თანახმად, წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინული დრონებით თავდასხმების გამო, სულ მცირე, შვიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, რუსეთმა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის დაახლოებით 7% დაკარგა. ოფიციალური ქარხნებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

თურქეთმა 10 წელიწადში 13 თვითმფრინავის ძრავა შექმნა

თურქეთის საავიაციო ძრავების წამყვანმა კომპანიამTAI Engine Industries Inc. (TEI) ბოლო 10 წლის განმავლობაში 13 ძრავა შექმნა. ამასთანავე დაიწყო ექვსი ძრავის სერიული წარმოება: TEI-TJ90, TEI-PG115, TEI-PD155, TEI-PD170, T700-TEI-701D, TEI-PG50. TEI-მ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი თურქული ტურბოფენის ძრავა TEI-TF6000, რომელითაც KIZILELMA და ANKA-III უპილოტო საფრენი აპარატები აღიჭურვება. ეს ძრავა იქნება ნაბიჯი მე-5 თაობის ეროვნული მებრძოლი KAAN-ისთვის […]