ზელენსკიმ პუტინს უწოდა „ავადმყოფი და ცინიკური არსება“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინისთვის საკუთარი თავის გარდა ყველა ტერორისტია, მაშინ, როცა უკვე 20 წელია ტერორით თავად იკვებება. ზელენსკის მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის დაკავშირებას მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან. კრემლში 25 მარტს გამართულ თათბირზე პუტინმა განაცხადა, რომ 22 მარტს მომხდარი „საშინელი დანაშაული“ შესაძლოა იყოს „მხოლოდ რგოლი […]

დიმიტრი პესკოვი – კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს – ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარება

კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მას არ ძალუძს იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს რუსეთი დსთ-ს რესპუბლიკებთან ურთიერთობას, რომელთაგან ზოგიერთი ბოლო დროს არც თუ ისე ისწრაფვის რუსეთთან […]

გუბერნატორის ინფორმაციით, ბელგოროდზე საჰაერო იერიში განხორციელდა, დაშავებულია 2 ადამიანი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის ოლქში 13 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი მტკიცებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. “ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა – 13 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ დუბოვოეში ორი ადამიანი დაშავდა”, – წერს გლადკოვი. მისი განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ენტონი ბლინკენი იოავ გალანტს – რაჰაფში სახმელეთო შეტევის განხორციელების ალტერნატივები არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივები, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და დაიცავს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, – ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. იოავ გალანტი ვაშინგტონში წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი ტერაქტში ისევ უკრაინას ადანაშაულებს – ავადმყოფი და ცინიკური არსებაა

პუტინი ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისი თქმით, ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა ის არის ის, ვინც ორი ათეული წელია ტერორითიკვებება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინია დიდი ფანჯარა ტერორისთვის. „ის არის ყველაზე დიდი ფანჯარა ტერორისთვის. ის და მისი დაზვერვის სამსახური. როცა ის წავა, ტერორისა […]

ვასილი მალიუკი – უკრაინას ყირიმის ხიდის სრული განადგურების პოტენციალი აქვს – ყველაფერს თავისი დრო აქვს

ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღარ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების გადასაზიდად. აქამდე ხიდზე დღეში 42-46 მატარებელი გადიოდა, რომელსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ახლა მხოლოდ 4-5, აქედან ოთხი სამგზავრო მატარებელია, ერთს საერთო მოხმარების საქონელი გადააქვს, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა. მისი თქმით, ხიდს საავტომობილო მიმოსვლისთვის იყენებენ, […]

გლობალური საფრთხეები ამერიკის დაზვერვის წლიურ შეფასებაში

„იზრდება სტრატეგიული კონკურენცია მთავარ ავტორიტარულ ძალებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და ღია საერთაშორისო სისტემის შესარყევად”, – განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე ამერიკის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა.

U21 | რამაზ სვანაძის გუნდი 26 მარტს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, “ლათბერი სტედიუმზე”, პირველი ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება. 26 მარტს “ვიქტორია სტედიუმზე” გასამართი მატჩის რეპორტაჟზე ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 5 […]

ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია

ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია და ციხეშიც არ არის, საავადმყოფოშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ნებისმიერი აქტივობა, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესში არ არის. „არავის სჯერა, რომ ეს ხელმოწერები თუ სხვა აქტიურობა […]

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ჩაბარდა (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის რაზმმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერილი ფურცლები პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიტანა. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს და ის უბრალოდ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. კამპანია 1 თვის წინ დაიწყო და ქვეყნის რეგიონები მოიცვა.