ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია

ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია და ციხეშიც არ არის, საავადმყოფოშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ნებისმიერი აქტივობა, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესში არ არის.
„არავის სჯერა, რომ ეს ხელმოწერები თუ სხვა აქტიურობა ქართული საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესშია. ხალხი აქცენტს გააკეთებს მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და პრაგმატულ პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ზარქუამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს