U21 | გიბრალტარი V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში “ვიქტორია სტედიუმზე”

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს, გიბრალტარის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, “ლიბერთი სტედიუმზე” მატჩისწინა ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო, გუნდს – გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება. ხვალ, 17:00 საათზე, ვიქტორია სტედიუმზე გასამართი მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, […]

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. “ხუვენტუდი”-“ბარსას” თამაში ისე დასრულდა, ქართველი ცენტრის შედეგი ვერავინ გადაფარა და შერმადინმა MVP-ის ტიტული ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი 21-ედ მოიპოვა, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესა წინა ტურში დამყარებული რეკორდი. შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესაში ისტორიის მანძილზე ტურის MVP-ად 19-19-ჯერ არიან დასახელებული არვიდას საბონისი და ლუ რო. […]

ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო

ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძისა და ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცისარტყელას ამსახველ ფოტოებს და „ქართული ოცნების” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. ფოჩხუას თქმით, ზუსტად სიმბოლურია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე […]

სამინისტროში პროფესიულ განათლებაში კერძო-საჯარო პარტნიორობაზე 10-ზე მეტი განაცხადი შევიდა – რაზე მუშაობს უწყება?

პროფესიულ განათლებაში კერძო-საჯარო პარტნიორობის სურვილით, 15 ნოემბრიდან დღემდე სამინისტროში ბიზნესის მხრიდან 10-ზე მეტი განაცხადია შესული. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აცნობეს. უწყების გაცხადებული პოლიტიკით პროფესიული განათლება პრიორიტეტული იქნება და სკოლებში პროფესიული სწავლების დანერგვასთან ერთად, სამინისტრომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ სხვადასხვა ფორმით პარტნიორობა გასული წლის ოქტომბერში შესთავაზა, თუმცა იმ […]

პრაღაში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიურო გაიხსნა

25 მარტს ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიუროს ოფიციალური გახსნა გაიმართა. თავის საინაუგურაციო შეხვედრაზე ოფისმა 50-მდე სტუმარს – ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩებს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომელმაც ბელარუსის დემოკრატიული ძალების ოფისის გახსნას უწოდა მნიშვნელოვანი მომენტი, ხოლო ბელარუსის დემოკრატიული ძალების […]

“გვჭირდება გადაწყვეტილების გადახედვა” – ჰოტელიერი 48-საათიან სამუშაო კვირაზე

ჰორეკა, რიტეილისა და სამშენებლო სექტორებისთვის კვირაში 40-საათიანი სამუშაო დროის შეზღუდვა უნდა მოიხსნას – ბიზნესი 2022 წლის დადგენილებაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. 2 წლის წინ შეცვლილმა რეალობამ მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შეამცირა. განახლებულმა პირობებმა ახალი პრობლემები შექმნა – ჰორეკა სექტორი საკადრო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. კომპანია “რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე გვიხსნის, რომ ისედაც […]

გახარიას პარტია აპირებს, ოცნების “ოჯახურ ღირებულებათა” კანონპროექტის განხილვაში ჩაერთოს

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის აპირებს, რომ ჩაერთოს ქართული ოცნების მიერ წამოწყებულ საკონსტიტუციო განხილვაში, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას” შეეხება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა. ლილუაშვილის თქმით, მათი პარტია ქართულ ოცნებას არ მისცემს საშუალებას, რომ ბავშვები საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენონ. “საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ოცნების” პოლიტიკური იარაღი. […]

წვიმის შემდეგ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა ბუნებრივი მოვლენაა, უპატიოსნო გვამებისთვის თურმე ლგბტ-ს დაუმარცხებლობის ნიშანია

წვიმის შემდეგ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა ბუნებრივი მოვლენაა, უპატიოსნო გვამებისთვის თურმე ლგბტ-ს დაუმარცხებლობის ნიშანია წვიმის შემდეგ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა ბუნებრივი მოვლენაა, ამ უპატიოსნო გვამებისთვის თურმე ლგბტ-ს მომავალი დაუმარცხებლობის ნიშანია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კონკრეტული პირების მიერ სოციალურ ქსელში ცისარტყელას ფოტოს განთავსებას და „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძისთვის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ […]

პოდოლიაკის აზრით, “ურთიერთობების ნორმალიზებისთვის” სააკაშვილის გათავისუფლება “გადამწყვეტია”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს მთავრობასთან “ურთიერთობების ნორმალიზებაზე” საუბრისას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას “გადამწყვეტ ნაბიჯად” ასახელებს. ამაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა. ხელისუფლებებს შორის “ურთიერთობების ნორმალიზებაზე” საუბრისას წამყვანმა ეთერში წაიკითხა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის განცხადება, სადაც არახამია 3 პირობას ასახელებს, რომელთა შესრულებაც მისი თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს. წამყვანის შეკითხვას, თქვენი გადმოსახედიდან, […]

Top 10 ყველაზე მაღალი შენობა აზიაში

1) მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ტიტულს (მათ შორის აზიაში) ბურჯ ხალიფა იკავებს, რომელიც დუბაიში მდებარეობს. მისი სიმაღლე 828 მეტრია (163 სართული) 2) მეორე ადგილს მერდეკა იკავებს, რომელიც მალაიზიაში, კუალა ლუმპურში მდებარეობს. მისი სიმაღლე 679 მეტრია. (118 სართული) 3) შანხაის კოშკი – ჩინეთი. 632 მეტრი (128 სართული) 4) აბრაჯ ალ-ბაიტის კომპლექსი – საუდის არაბეთი. 601 მეტრი […]