„ჰამასი“ მძევლების გადაცემას არ თანხმდება და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანას ითხოვს

მოძრაობა “ჰამასმა” შუამავლებს აცნობა, რომ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე და მოითხოვს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, რაც მოიცავს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორიდან, დევნილი პალესტინელების დაბრუნებას და ტყვეთა “ნამდვილ” გაცვლას. „ჰამასის“ განმარტებით, ასეთი პასუხის მიზეზი არის ის, რომ ისრაელმა მათი არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა. „მან არ უპასუხა ჩვენი ხალხისა და ჩვენი წინააღმდეგობის (ჰამასის) არცერთ ძირითად მოთხოვნას: ცეცხლის ყოვლისმომცველ […]
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი – სალიანდაგო ინფრაქტრუქტურის სპეციფიურობა და მისი თავსებადობა „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება – პროექტის 98% უკვე შესრულებულია, მისი დასრულება კი 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი უკვე შეფასდა, როგორც „მასშტაბური“ და „ისტორიული მნიშვნელობის“ რამდენიმე ფაქტორის გამო – რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის გარდა, ხდება საექსპლუატაციო ხარჯებისა და მიმოსვლის დროის შემცირება. თუმცა, პროექტი არანაკლებ ღირებულია პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით – საქართველოსთვის, როგორც რამდენიმე რეგიონული სატრანსპორტო პროექტის […]
ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო საქველმოქმედო აქციას დუშეთში ჩაატარებს

30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს ჩაატარებს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“რა მომყავს? სად მაქვს გაყიდვის შანსი?” – გიორგი გუდაბანძის რჩევები ექსპორტიორებს

აგროკომპანია “მკისა” ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გუდაბანძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროდუქტის საექსპორტო წარმატებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა. “მკისას” გადამუშავებული ნუშია და ლურჯი მოცვის შეძენა ორბელიანზე, მათ ბრენდულ მაღაზიაშია შესაძლებელი და მალე ქსელურ მარკეტებში გამოჩნდება. “რჩევის სახით ვიტყვი, რომ ჩვენი ერთადერთი […]
კურიოზული სიტუაცია – საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO]

კურიოზული სიტუაცია – საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO] Geo Team-მა დღეს გაავრცელა “სტამბაში” მყოფი ბერძენი ფეხბურთელების ფოტო. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების 4 ფეხბურთელი: კონსტანტინოს ციმიკასი, კონსტანტინოს მავროპანოსი, ანასტასიოს ბაკასეტასი და ვანგელის პავლიდისი, “თბილისი […]
U21 | გიბრალტარი V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში “ვიქტორია სტედიუმზე”

U21 | გიბრალტარი V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში “ვიქტორია სტედიუმზე” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, “ლიბერთი სტედიუმზე”, მატჩისწინა ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება. ხვალ, 17:00 საათზე, “ვიქტორია […]
“საქკაბელმა’’ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა

“საქკაბელი”, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას ევროპის ქვეყნებში აქტიურად განაგრძობს. კომპანიამ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში, 19-21 მარტს გამართულ ელექტრონული მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 24 ქვეყნის 400 კომპანია მონაწილეობს. ,,ქალაქ ბრნოში გამართული “ამპერის” საერთაშორისო გამოფენა ელექტროტექნიკის სფეროში ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული, რომელიც 30 წელია იმართება. ჩვენი გუნდი […]
სამაგიდო თამაში “ვინოპოლია” კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს

ღვინის თემატიკის პირველი ქართული სამაგიდო თამაშის მწარმოებელი კომპანია „ვინოპოლია“ რომელიც ბაზარზე გასულ წელს, დეკემბერში გამოჩნდა, კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გიორგი სიბაშვილმა განუცხადა. სამაგიდო თამაშის დამფუძნებლის ინფორმაციით, „ვინოპოლია“ ამ ეტაპზე სხვადასხვა ღვინის მაღაზიებში, კერძოდ 8000 მოსავალში, “ალკორიუმსა” და სხვადასხვა მცირე ტიპის ღვინის მაღაზიებში, ასევე ონლაინ გაყიდვების საშუალებით […]
თბილისის იუსტიციის სახლი, რომელიც თითქმის 12 წელია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არ არის

თბილისის იუსტიციის სახლი, რომელიც 12 წელია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არა არის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. როგორც აუდიტის სამსახური წერს, ამის მიზეზი მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობაა. ასევე, არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი. […]