ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო
ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლეს სცემა – ბერძნული მედია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. როგორც მედია წერს, დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი […]
კომპანიების უმეტესობა ელის, რომ ლარი დოლართან გამყარდება ან უცვლელი დარჩება – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 86%-ის მოლოდინია, რომ მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება, გამყარების მოლოდინი 10%-ს აქვს, გაუფასურებას კი მხოლოდ 4% ელის.
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები Shell-ის ზეთებზე

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ზამთრის შემდეგ შემოწმებას საჭიროებს – ძრავის ზეთია. მისი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირება. […]
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ. „პროექტის შესაბამისად: დაიგება ასფალტის საფარი; მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები, […]
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 36,4801 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინს“ და […]
საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის პროექტის, საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა 140-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. ახლა მე-6 კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სრული პროექტიც დასრულდება. ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით საგრადა-ფამილიას, იგივე წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მხოლოდ 5 […]
მდინარაძე: ივანიშვილი უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე კაცია

ფუკუიამა კი არა, ოიამა რომ იყო, ძალიან მაგარი მოჩხუბარი და სპორტსმენი – ის რომ დამიდგეს წინ, მასაც ვეტყვი, რომ რეალურად, ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ, ვიღაცამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე კაცი, პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაარჩინა – ფიზიკურადაც და ახლა […]
ამჯერად ФСБ-ს მეთაური ირწმუნება, რომ ტერაქტის უკან უკრაინა, აშშ და ბრიტანეთი დგას

ვლადიმირ პუტინისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევის შემდეგ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეთაური, ალექსანდრ ბორტნიკოვი ირწმუნება, რომ კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა, აშშ და დიდი ბრიტანეთი დგას. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ვსაუბრობთ იმ ფაქტებზე, რაც გაგვაჩნია. ეს საზოგადო ინფორმაციაა, თუმცა, ამასთან ერთად, შინაარსობრივად ძალიან ღრმაა.” – უპასუხა ბორტნიკოვმა […]
აფრიკაში უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მოქმედებებს რუსი ელჩი ვერ გამორიცხავს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ბიკანტოვმა არ გამორიცხა, რომ აფრიკაში უკრაინელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს მართლაც ატარებენ. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ბიკანტოვს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას დადასტურება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აფრიკაში, კერძოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ რუსეთის ძალების ან მათ მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ. “საელჩო არ ფლობს მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული […]