საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა – ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და […]
სამინისტროებს მივმართავთ, რომ ავტოიმპორტიორების ინიციატივაზე იმუშაონ – კვიჟინაძე

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც საქართველოში დაშლის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების აქციზის ნაცვლად დღგ-ით დაბეგვრას გულისხმობს, სამინისტროები იმუშავებენ. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის დილემა – რთული არჩევანი რთულ ვითარებაში

დღეს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში არსებული ცენტრის (UGSPN – UG Security Policy and Nationalism Center) მიერ დასრულებული კვლევის „საქართელოს თავდაცვის დილემა: რთული არჩევანი რთულ გარემოში“ საჯარო წარდგენა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) მიერ მომზადებული კვლევის ანგარიში. ანგარიში დეტალურად განიხილავს საქართელოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას არსებული საფრთხეებისა და […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7003 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9374 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9215 ლარს შეადგენდა. […]
სევდია უგრეხელიძე – 2 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან მიხეილ სააკაშვილზე არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ, საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ამ ინსტიტუტის სანდოობა

ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ, საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ამ ინსტიტუტის – ევროპის საბჭოს სანდოობა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და […]
საქართველოს დელეგაციამ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სხდომაზე, რომელიც ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა, განხილული იყო ევროკავშირისთვის აქტუალური თემები, სტრატეგიული დღის წესრიგი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, ევროპაში […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში გლდანი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი, ხოდაბუნები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, საკრამული, მლაშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, მსხალდიდი, ლისი, ბურღების მიწა […]
“საქართველოს ბანკის” ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

“საქართველოს ბანკი” აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. “საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, “საქართველოს ბანკის” საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა – ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები […]
გიორგი ამილახვარი ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევითი ინსტიტუტის მატენადარანის საქმიანობას გაეცნო

სომხეთში, სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ეწვია, სადაც ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო და სომხურ ხელნაწერთა გამოფენა დაათვალიერა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მატენადარანი უძველესი სომხური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც 23 000-მდე ხელნაწერია დაცული, მათ შორის, X-XX საუკუნეებით […]
ბოლნისის მერმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ბოლნისის საპატიო მოქალაქეებსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მათივე ცნობით, ანგარიშის წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ […]