უნდა გადართოთ ნაცმოძრაობის არხებზე და რომელ საკითხსაც უტევენ, ე.ი იქ საქართველოს პროგრესი აქვს. ისინი პოზიტიურ პროგრესს თავისი ნეგატიური ანტი კამპანიით ებრძვიან

უნდა გადართოთ ნაცმოძრაობის არხებზე და რომელ საკითხსაც უტევენ, ე.ი იქ საქართველოს პროგრესი აქვს. ისინი პოზიტიურ პროგრესს თავისი ნეგატიური ანტი კამპანიით ებრძვიან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრის, ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) -ის მიერ წამებისგან თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. […]
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი – CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს

26,27 და 28 მარტს, ქართული კომპანია ოვამედის ორგანიზებით და ამერიკული ჰოლდინგის CooperSurgical-ის პარტნიორობით, საქართველოში ტარდება 3 დღიანი სემინარი ინ ვიტრო განაყოფიერების უახლესი ტენდენციებისა და სიახლეების შესახებ. „კომპანია ოვამედი უკვე 11 წელია ამარაგებს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიებს. ამჯერად, ოვამედისა და ამერიკული ჰოლდინგის CooperSurgical-ის პარტნიორობით ტარდება 3 დღიანი სემინარი. ამ დარგის განვითარება ჩვენს […]
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი – უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს მოსკოვში მომხდარ თავდასხმას – ბანდიტებს უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა სურდათ, მათ იქ ელოდნენ

უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა. „მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება მოამზადეს თავად ისლამისტმა რადიკალებმა და დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა, ბუნებრივია, ხელი შეუწყვეს. თავად უკრაინის სპეცსამსახურები უშუალოდ არიან დაკავშირებული“, – აღნიშნა ალექსანდრე ბორტნიკოვმა. მისი განმარტებით, დამკვეთი ჯერ არ არის გამოვლენილი, მაგრამ, უშიშროების ფედერალური […]
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა – ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და […]
ფეხბურთის კომენტატორი ისტორიული მატჩის წინ – ანდრო ხელაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი. 2024 წლის 21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს საკადრისად დაუხვდა – ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გამოვლინდა, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალურ ეტაპზე ბრძოლას საქართველო და საბერძნეთი აგრძელებენ. ფინალური შეხვედრა 26 მარტს კვლავ თბილისში გაიმართება. როგორც ამ […]
“დიდი ხნის ნაფიქრი გადაწყვეტილება“ – რას წერს თათია შარანგია

პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომლის გადაცემა ,,სთორი” ,,ფორმულაზე” დაიხურა, სოციალურ ქსელში წერს: “დიდი ხნის ნაფიქრი გადაწყვეტილება… ჩემო საყვარელო მეგობრებო, რა თქმა უნდა “სთორი” სულ მალე დაგიბრუნდებათ, თანაც კიდევ უფრო საინტერესო ფორმატით. მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. ახლა მინდა გაგახაროთ ისინიც, ვინც როგორც პიანისტს მგულშემატკივრობდით. მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ჩემმა ცხოვრებამ ბევრი მკვეთრი ფერი დაკარგა… […]
Starlink-ის ტერმინალები შავ ბაზარზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა

ილონ მასკის SpaceX-ის ტექნოლოგია Starlink ისეთ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები თანამგზავრული სერვისებით სარგებლობის შესახებ: მაგალითად, სუდანი, იემენი და სამხრეთ აფრიკა. ამის შესახებ Bloomberg წერს. კერძოდ, საუბარია ქვეყნებზე, სადაც რეპრესიული, არადემოკრატიული რეჟიმებია. მაგალითად, იემენი და სუდანი. როგორც წესი, ეს არის უხარისხო ინტერნეტის რეგიონები, სადაც საჭიროა მაღალსიჩქარიანი და საიმედო კავშირი. სუდანში ერთ წელზე მეტია […]
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 12%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 12%-ით გაიზარდა. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 809,010 ტონა შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 507,126 ტონა. შესაბამისად კლება ზრდა 12.04%-ია. […]
ჯულიან ასანჟს სასამართლომ უფლება მისცა, აპელაცია შეიტანოს აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ WikiLeaks-ის დამაარსებელს, ჯულიან ასანჟს, უფლება მისცა, სააპელაციო სარჩელი შეიტანოს აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ. მას ამერიკაში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ორდღიან სასამართლოზე ასანჟის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათი კლიენტის მიმართ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული და მისი ექსტრადიციის შესახებ აშშ-ის მოთხოვნა უკანონოა. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ასანჟი შეძლებს ამის მტკიცებულებების წარმოდგენას ახალ სააპელაციო სხდომაზე, თუკი აშშ-ისგან არ […]
რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ბარიერები აწუხებს ბიზნესს? – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნესი საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. 2024 წლის I კვარტალში აღნიშნულ ბარიერზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა მიუთითა. რაც შეეხება აღნიშნული ბარიერის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებს, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც მათ ბიზნესსაქმიანობას ხელს უშლის მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. აღნიშნული ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორ (100%) […]