Next Coral – რას მოიცავს დეველოპერული კომპანია NEXT-ის ახალი პროექტი დუბაიში?

დეველოპერული კომპანია NEXT უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს და Dubai Islands-ის სანაპიროზე გამორჩეული ფორმების საცხოვრებელ კომპლექსს – Next Coral-ს აშენებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით კოპლექსს საერთაშორისო მომსახურება, 2 აუზი, კაფე, ლაუნჯ ზონა, ფიტნეს დარბაზი, საბავშვო ოთახი, პარკინგი თითოეული აპარტამენტისთვის, ელექტრო სკუტერებითა და ავტომობილებით აღჭურვილი ავტოპარკი, 24 საათიანი სერვისი და 10 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე […]

ბიზნესში ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიებში ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა. დღეს გამოქვეყნებული BAG ინდექსით ირკვევა, რომ 2024 წლის I კვარტალში, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (6 პროცენტული პუნქტით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი […]

თემქაზე, ლიბერთი ბანკთან ერთი პირი დაჭრეს

თემქაზე, ლიბერთი ბანკთან ერთი ადამიანი დაჭრეს. ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ლიბერთი ბანკში დაიწყო, რაც მოგვიანებით ქუჩაში ერთ-ერთის მუცლის არეში დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. ტაბულა მეტი ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ელისო ბოლქვაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კულტურის დიპლომატიის როლზე ისაუბრეს. „დღეს ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ქალბატონ მარია ბურიჩთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებზე, რა როლი აქვს საქართველოს კულტურას ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე და ხაზი გავუსვით […]

მდინარაძის თქმით, ყველა 50 მოქალაქისთვის უბნის გახსნა „ფიზიკურად შეუძლებელია“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ფიზიკურად შეუძლებელია“ საარჩევნო უბნის გახსნა „მსოფლიოს ყველა ადგილზე, სადაც საქართველოს 50 მოქალაქეა“. მდინარაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გახსნას კანონის შესაბამისად. მისი თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, საკონსულოების რაოდენობა შესატყვისია ამომრჩევლად დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობისა. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების […]

მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლი 139 ადამიანი გახდა — დასრულდა სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე, სადაც 22 მარტს ბოლო დროის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, სამძებრო-გაწმნედითი სამუშაოები დასრულებულია. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, ტერიტორიას თავდაპირველად შიშველი ხელებით წმენდდნენ, რადგან ხანძრისა და ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ადამიანთა ცოცხლად პოვნის მცირე შანსი მაინც არსებობდა. მოგვიანებით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტს 139 ადამიანი ემსხვერპლა, […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია. განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია შეჩერდა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა წარადგინოს გარანტიები, რომ ასანჟს სიკვდილით დასჯა არ დაემუქრება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ასანჟისთვის წაყენებული არცერთი ბრალდება არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, თუმცა, მოგვიანებით, შეიძლება, წაუყენონ ისეთი ბრალდება, რომლითაც სიკვდილის დასჯა დაემუქრება, რაც ნიშნავს, რომ მისი ექსტრადირება […]

ფსბ-ს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვი “კანონიერ სამიზნედ” დაასახელა

ფსბ-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ თითქოს უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს 22 მარტს მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც, უკანასკნელი მონაცემებით, 139 ადამიანი ემსხვერპლა. სამშაბათს მოსკოვში გამოსვლისას ბორტნიკოვმა აღიარა, რომ რუსეთის გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ თავდასხმის დამკვეთი, მისი შემსრულებლები კი, მისი თქმით, იყვნენ რადიკალი ისლამისტები. მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით, ის […]

„ქართულ ოცნებას“ საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმება უნდა

მმართველი პარტიის სამმა დეპუტატმა: გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა და დავით მათიკაშვილმა პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი მომავალი, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მათ უნდათ გაუქმდეს 40%-იანი ზღვარი, რომელიც „საარჩევნო კოდექსითაა“ დაწესებულია მაჟორიტარებისთვის. „ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა. რაც, თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას“, […]