U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მესამე, დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები დანიასთან 0:7 დამარცხდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. დანია – საქართველო 0:7 გოლები: 1:0 ობი (23), 2:0 ჰოიერი (25), 3:0 ჰუსეინი (36), 4:0 ჰოიერი (71), 5:0 აბიდგაარდი (87), 6:0 ჰანსენი (90), 7:0 ჰოიერი (90+3)

თემქაზე მამაკაცი დაჭრეს

თემქაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის მიმდებარედ ერთი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხმარებლებს შორის შელაპარაკება ბანკში დაიწყო, რის შემდეგაც დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და ერთ-ერთმა მეორეს მუცლის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.

შალვა პაპუაშვილი – გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი – მივიღე გადაწყვეტილება, წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში იყო

დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის შესარჩევი კომისიის კანდიდატებს კომისიის წევრობაზე თანხმობისთვის. ამავე ბრძანების თანახმად, ასევე, განისაზღვრა […]

USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა და „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთის ოფისი მუნიციპალიტეტების მერებს უმასპინძლებს

USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთის ოფისთან პარტნიორობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს 32 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრებიან, მუნიციპალური წყლის რესურსების მართვას, წყლის უსაფრთხოებასა და წყალთან დაკავშირებულ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას განიხილავენ. ღონისძიების მიზანია, ხელი შეეწყოს დიალოგს […]

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი“ – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.

„ბიძინა ივანიშვილზე, რომ ეგზალტირდებით, სიგიჟის რომელი სტადიაა?“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფუკუიამას განცხადებას ეხმაურება: „ბიძინა ივანიშვილზე, რომ ეგზალტირდებით, სიგიჟის რომელი სტადიაა? გამჩენი არ გასვენებთ საკუთარ ქვეყნებში? აკერმანის ბედს გაიზიარებთ ჩემო ბატონო… ამჯერად, ფუკუიამამ გაასხა. ვაი რომ იმ ფულის დახარჯვასაც ვერ მოასწრებთ, ისე გასკდება ლიბერალური ბაბლი….“

სტუმრად ახლანდელი შეყვარებული, გიორგი ცაგარელი და ყოფილი ქმრები, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ტორტი და მხიარულება: როგორი იყო ლელა კილაძის დაბადების დღის წვეულება – Marao

სტუმრად ახლანდელი შეყვარებული, გიორგი ცაგარელი და ყოფილი ქმრები, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ტორტი და მხიარულება: როგორი იყო ლელა კილაძის დაბადების დღის წვეულება – Marao ლელა კილაძემ 25 მარტს დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, მომრერლები, მუსიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები. განსაკუთრებული ყურადღება კი ლელას […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადააყენა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადააყენა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსანდრ დანილოვი. დანილოვს ეს თანამდებობა ეკავა 2019 წლიდან და, კერძოდ, ცნობილი იყო თავისი რადიკალური რიტორიკით. 1990-იან წლებში დანილოვი ლუგანსკის მერი იყო, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბს, მოგვიანებით კი ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი გახდა. ის ორჯერ იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი იულია ტიმოშენკოს […]

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების (COSAC) ფორმატში გამართული მე-17 პლენარული სხდომის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერაზეა საუბარი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, COSAC მხარს უჭერს გაფართოების […]

ჩინეთში აეროპორტი შენდება – მისი სახურავი ჩიტის მსგავსი იქნება

ჩინეთში აეროპორტი შენდება – მისი სახურავი ჩიტის მსგავსი იქნება de zeen-ის ინფორმაციით, ჩინეთში, ჟეჟიანგის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრში ლიშუის აეროპორტი შენდება. პროექტის დასრულდება 2024 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი აეროპორტი წელიწადში მილიონ მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის დიზაინის პროექტის ავტორი ადგილობრივი სტუდია MAD Architects-ია. შენობა 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობს აერთიანებს და მისი სახურავი ჩიტის […]