ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 26 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.52 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.59 თეთრით. 26 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7055 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9374 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. “მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა […]
Danone-მა რუსული ბიზნესის გაყიდვის ნებართვა მიიღო

Danone-მა მიიღო რუსეთის მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა იმისთვის, რომ თავისი რუსული ბიზნესი შპს Вамин Р-ს მიყიდოს. ამის შესახებ Danone-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. გარიგების დასრულება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. Danone-მა რუსული ბიზნესის გადაცემის პროცესი 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2023 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, Danone-ის რუსული ბიზნესი დროებით მართვაში გადაეცა ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს. კომპანიის […]
პუტინი ამბობს, რომ რუსეთში თავდასხმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა კვლავ მიანიშნებს უკრაინის როლზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს თქვა, რომ გასულ კვირას, რუსეთში, კონცერტისას მომხდარი თავდასხმა ისლამისტების მიერ განხორციელდა. თუმცა, პუტინის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ეს ასევე უკრაინის სასარგებლო ქმედება იყო და რომ შესაძლოა, მომხდარში კიევმა გარკვეული როლი ითამაშა. პუტინის სიტყვით გამოსვლა, კრემლში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდასხმის საპასუხოდ მიღებულ ზომებს მიეძღვნა, მას შემდეგ გავრცელდა, რაც საფრანგეთიც შეუერთდა შეერთებულ […]
ბალტიმორის ხიდის ჩანგრევამ ავტომანქანები წყალში გადაისროლა

სამშაბათს, მზის ამოსვლამდე, 289 მეტრიანი კონტეინერმზიდი გემი პორტ ბალტიმორის ოთხზოლიან ხიდს შეეჯახა და მისი ჩამოქცევა გამოიწვია. ავტომანქანები და ადამიანები ხიდიდან მდინარეში ჩაცვივდნენ. მაშველებმა ორი გადარჩენილი ამოიყვანეს. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გრძელდება სხვა გადარჩენილების ძებნა მდინარე პატაპსკოში მას შემდეგ, რაც 2.57 კილომეტრი სიგრძის “ფრენსის სკოტის” ხიდის უზარმაზარი მალები წყალში ჩაინგრა. ბალტიმორის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ […]
ისრაელი სამხრეთ და ჩრდილოეთ ღაზას უტევს

გასულ ღამეს, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ათობით პალესტინელი დაიღუპა ღაზის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილებში. ისრაელი მორიგ ჯერზე დაესხა თავს ალ-შიფას საავამდყოფოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ასევე რაფას, ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქს, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. ჩრდილოეთში, სადაც ალ შიფას ირგვლივ კვირაზე მეტია ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, ჰასირას ოჯახის წევრებმა “როიტერს” განუცხადეს, რომ […]
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი იარაღის წარმოების დაჩქარებას განიხილავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მზად არის გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და იარაღის მწარმოებლებს პრიორიტეტები დაუწესოს. სებასტიან ლეკორნუმ ეს განცხადება სამშაბათს გააკეთა და მისი მზადყოფნა, მიზნად ისახავს იმ იარაღისა და ჭურვების წარმოების დაჩქარებას, რომელიც ბრძოლი ველზე, უკრაინაში და სხვაგანაა საჭირო. „ეს კითხვები მაგიდაზე აშკარად დევს“, – თქვა ლოკერნუმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მარაგები და საწარმოო ხაზები, განსაკუთრებულ სტრესს […]
რუსეთს ევროკავშირმა მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, აცხადებენ ფინეთი და შვედეთი

ფინეთი და შვედეთი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის გამო. განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა 26 მარტს გააკეთა. „ის ფაქტი, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის მოწმე გავხდით, რაც აშკარად უკავშირდება რუსეთის მთავრობას, სანქციების დაწესებას აუცილებელს ხდის კონკრეტულად მათთვის, ვინც პასუხისმგებელია მის [ნავალნის] სიკვდილზე“, […]
უკრაინამ ამბობს, რომ დააკავა რუსი აგენტები, რომლებიც სარკინიგზო ხაზის აფეთქებას ცდილობდნენ

უკრაინის უშიშროების ოფიცრებმა დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სახელით მოქმედებაში. უკრაინული მხარის თქმით, ისინი ცდილობდნენ აეფეთქებინათ სარკინიგზო ხაზი, რომელიც აღმოსავლეთში უკრაინული ჯარისთვის იარაღის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა. დაკავებულებმა, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან მხოლოდ კიევისა და ხარკოვის რეგიონების მაცხოვრებლებად, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს ცენტრალურ პოლტავას რაიონში და დაგეგმეს მისი დისტანციურად აფეთქება, მაგრამ ისინი უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს,- ნათქვამია განცხადებაში, […]
U21. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს სძლია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და შორიდან ლამაზი გოლით ოდიშარიამ დააწინაურა. კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ერთხელ მასპინძლები ძელმა იხსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე გიბრალტარელთა მცველ დუჰანს მოხვდა […]