რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – დიპლომატი უწყებაში არ გამოცხადდა

მას შემდეგ რაც რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ვარშავაში რუსეთის ელჩი განმარტებებზე დაიბარეს, თუმცა ის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოცხადდა. „რუსეთის ფედრაციის ელჩი განმარტებებისთვის არ გამოცხადდა სამინისტროში“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პაველ ვრონსკიმ გააცნო. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს უნდა მისულიყო. რა გაგრძელება მოჰყვება, რუსი დიპლომატის […]

პომპეიში ძველი რომაული მშენებლობის მეთოდები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პომპეიში უძველესი სამშენებლო ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც ნათელს ჰფენს სამშენებლო ტექნიკას, რომელსაც რომაელები იყენებდნენ საკულტო ნაგებობების შესაქმნელად. ისეთების, როგორიცაა კოლიზეუმი და პანთეონი, განაცხადა ორშაბათს იტალიის კულტურის სამინისტრომ. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ეს ადგილი, სავარაუდოდ, აქტიური იყო მანამ, სანამ ვულკანი ვეზუვი 79 წელს არ ამოიფრქვა და პომპეი სამხრეთ იტალიის ქალაქი, სრულად არ გაანადგურა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამუშაო იარაღები, […]

პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტით შეუძლიათ. დოკუმენტების მიღება 9 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. “ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ […]

გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი

პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამია საქმეს, რაშიც იგი ადგილობრივმა სასამართლოებმა დამნაშავედ სცნეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ […]

19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ევროპის ელიტრაუნდის ბოლო, მესამე ტურში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ იტალიასთან 0:5 დამარცხდა და ძირითად ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. იტალია – საქართველო 5:0 გოლები: 1:0 პაფუნდი (4, პენ), 2:0 პალესტრა (22), 3:0 ზეროლი (32), 4:0 სია (67), 5:0 მაჯიო (80) ამათ იტალიასთან,17 წლამდელები დანიასთან,მშრალად განადგურდნენ.სამომავლოდ,ალბათ კიდევ უფრი გაგვიჭირდება,რადგან ქვეყანაში,სულ უფრო ცოტა ბავშვი იბადება და ასარჩევი კონტინგენტი,სულ […]

U21. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და შორიდან ლამაზი გოლით ოდიშარიამ დააწინაურა. კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ერთხელ მასპინძლები ძელმა იხსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე გიბრალტარელთა მცველ დუჰანს მოხვდა […]

კნოკე-ჰეისტიში, გალერეაში „MGallery.be“ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის – გიორგი შენგელიას ნახატები გამოიფინება

29 მარტს, 17 საათზე, ბელგიის ქალაქ კნოკე-ჰეისტიში, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის – გიორგი შენგელიას ნახატები გამოიფინება. გამოფენა გაიმართება ახალ გალერეაში „MGallery.be“(მისამართი: Zandstraat 7, 8300 Knokke-Heist België), რომელიც იმავე დღეს გაიხსნება. „კნოკე-ჰეისტიში უამრავი გალერეაა, საინტერესო ქალაქია და შეიძლება ითქვას ხელოვნების ცენტრია. სწორედ ამ ქალაქში იხსნება ახალი გალერეა – „MGallery.be“, სადაც 2 ბელგიელი და 2 ჰოლანდიელი მხატვრის […]

FT: რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გაეროს სანქციების მიუხედავად ნავთობს პირდაპირ აწვდის

როგორც გამოცემა Financial Times წერს, რუსეთმა ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის პირდაპირ მიწოდება დაიწყო. FT-ს თანახმად, რუსეთმა ნავთობის გაგზავნა 7 მარტს დაიწყო, რითაც 2017 წლიდან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეაზე ბირთვული იარაღის გამოცდის გამო დაწესებული სანქციები დაარღვია, რომლებსაც თავად მოსკოვმაც დაუჭირა მხარი. გამოცემა ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ […]

ქობულეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

26 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია შეეხო ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებს. როგორც რადიო თავისუფლება წერს, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას უთხრეს, რომ სოციალური ქსელით მიიღეს შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. როგორც რადიო თავისუფლება წერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოს” ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სუნდუკიანის, რომის, მაზნიაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ და გია ქურდიანების და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, […]