“SMS მარკეტინგი ახალ საფეხურზე გადავიდა” – ტექნოლოგიური სტარტაპი Retain

ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის მაისიდან ამოქმედდა, პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლისგან სარეკლამო SMS-ებზე თანხმობის მისაღებ სერვისს სამ სხვადასხვა ფორმატში სთავაზობს. Retain-ის საშუალებით, თებერვალში ახალი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის 200-მდე ფილიალში QR კოდები გამოჩნდა, რომლითაც მომხმარებლები კონკრეტული კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობას აცხადებენ. როგორც Retain-ის თანადამფუძნებელი, ლევან ჯაბუა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში […]

ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „საქართველომ, ისტორიაში პირველად, მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველი მეგობრების გამო. გილოცავ, საქართველო“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

გაერო – რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს

ზამთრის სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და აღწერს ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინაში 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში. „საანგარიშო პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო ცნობები სულ მცირე 32 […]

თელ-ავივში პოლიციამ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დააკავა

თელ-ავივში, “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციის დროს, სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ღაზაში დარჩენილი მძევლების ნათესავები, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატარში დროებითი ზავისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშკარა ჩაშლის ფონზე, მომიტინგეები თელ-ავივში შეიკრიბნენ და შეთანხმების მიღწევა მოითხოვეს. ზოგიერმა მათგანმა გზა გადაკეტა და მოძრაობა შეაფერხა. […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ჩვენი პოზიცია უცლელია – უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ”ჩვენი პოზიცია ამ ომის დაწყებიდან ყოველთვის იყო, რომ უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ და არ ვახდენთ ამის წახალისებას”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო […]

სანიოლი: არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომელსაც განვიცდი – ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა. „წარსულში, შეიძლება ბევრი ფიქრობდა […]

ნეაპოლში განგაშია – “კვარამ” შეიძლება “ატალანტასთან” ვერ ითამაშოს

ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებულია არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს. calciomercato წერს, რომ “ნაპოლიში” კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა […]

“კიდევ მრავალი გამარჯვება” – სალომე ზურაბიშვილის მილოცვა ეროვნულ ნაკრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტმა შოთა არველაძესთან ერთად გადაღებული მისალოცი მიმართვა Facebook-ზე გამოაქვეყნა. “გილოცავთ! ეს პირველი იყოს და კიდევ მრავალი გამარჯვება!”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ორი ფინალური მატჩი ჩატარდა. უკრაინამ პოლონეთში ისლანდიას 2:1 მოუგო და ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპირველობაზე. მუდრიკმა ეროვნულ გუნდში ბოლო 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა. დღევანდელ თამაშში სუდაკოვმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. უელსისა და პოლონეთის შეხვედრა 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პოლონელებმა 5:4 გაიმარჯვეს. უკრაინა – ისლანდია 2:1 გოლები: 0:1 გუდმუნდსონი (30), 1:1 […]

(ვიდეო)გულშემატკივართა რეაქცია, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე, სცენაზე ირაკლი კობახიძე ავიდა

„ფორმულა“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ისმის გულშემატკივართა ხმები, როდესაც, რესპუბლიკის მოედანზე, სცენაზე ირაკლი კობახიძე ავიდა https:// ირაკლი კობახიძემ სცენიდან განაცხადა: “დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“