,,პოსეიდონის იმედად იყვნენ საწყლები. არ იცოდნენ, რო ჩვენთან ჯივიპია და წყალს რა უნდა“ – დათო გორგილაძე

ჟურნალისტი დათო გორგილაძე საქართველოს ნაკრებთან საბერძნეთის წაგებას იუმორით ეხმაურება: ,,პოსეიდონის იმედად იყვნენ საწყლები. არ იცოდნენ, რო ჩვენთან ჯივიპია და წყალს რა უნდა.”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს – ისმოდა შეძახილები: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა!”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ნაკრების ინიციატივით, ისმოდა შეძახილები – „აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის […]

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება. „დღეს ყველა გახარებული, ბედნიერები ვართ. ამ ბიჭებს, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, საქართველოს […]

კარგ ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია – ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, […]

Bloomberg-ის თანახმად, პუტინის გარემოცვას არ სჯერა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის მონაწილეობისა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლებოდა კავშირი ჰქონდეს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან, რუსეთის ლიდერის უახლოესი წრის ნაწილი არ ეთანხმება ამას, წერს Bloomberg-ი კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე ოთხ ადამიანზე დაყრდნობით. მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიევის კავშირის მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს თავად პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა […]

საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ. „დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, […]

,, მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში” – კაშია

მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში! – ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები.

,,დარწმუნებული ვარ ორი ქართველის სული განსაკუთრებით ხარობს ზეციურ საქართველოში – აიეტის და მერაბ მამარდაშვილის“ – რამაზ გიგაური

ასტროლოგი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას იუმორით ეხმაურება: ,,დარწმუნებული ვარ ორი ქართველის სული განსაკუთრებით ხარობს ზეციურ საქართველოში – აიეტის და მერაბ მამარდაშვილის. სადღაც ქუთაისის და გორის ზეცის შუაში მსჯელობენ. მერაბ მამარდაშვილი აანალიზებს და აიეტი ვერ უსმენს. ტირის მხოლოდ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. „დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად, მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. პატარა გადაწყვეტილება მინდა, გაგაცნოთ, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველა ღირსეული […]