რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის […]
მიხეილ სააკაშვილი – საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი – ეს უნდა იყოს ქართველების და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი და არა ხალხთა გადასახლების ტრანზიტული პუნქტი

საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი – როგორ შეიძლება, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, ჩვენი გეოგრაფიისა და ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ საერთოდ ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველო უნდა იყოს ქართველების და უცხოური ინვესტორების მოზიდვის ცენტრი […]
მიხეილ სააკაშვილი – ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება

მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება – გამარჯვებაში მე ეჭვი საერთოდ არ მეპარება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ის დაპირებები გააჟღერა, რასაც „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება. „მე ძალიან […]
თამარ კორძაია – ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ გვეძლევა, ჩვენი საჩივრის განხილვა კი თვეების განმავლობაში არ ხდება, აჩვენებს, რომ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი

ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ გვეძლევა, ჩვენს საჩივარზე კი სხდომა თვეების განმავლობაში არ ინიშნება, აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ორგანო – უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართულია იმაში, რომ პარლამენტის წევრმა ვერ მოახერხოს, […]
მიხეილ სააკაშვილი – არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები, მევახშეების დიქტატურა უნდა დასრულდეს – ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მართვას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზება

ჩვენთვის ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არავითარი რეპრესიების და დაკავების არ ეშინია. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას და ამისთვის საჭიროა მობილიზება. „მე არ მეშინია არანაირი რეპრესიების და შემდგომი ციხის იმიტომ, რომ კარგად ვიცი, […]
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 მარტს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. […]
ფოთში საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება იზეიმეს

ფოთში, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მოქალაქეები გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „გამარჯვების შეძახილები ისმოდა, ტაში, საზეიმო სიმღერები, საქართველოს დროშას აფრიალებდნენ. ფოთელი გულშემატკივრები საქართველო-საბერძნეთის მატჩს, ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშებს ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს. ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში 25 წლის მამაკაცი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ […]
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ალკალას უნივერსიტეტის „ინსტიტუციური აღიარების ჯილდო“ გადაეცა

2024 წლის 21 მარტს ალკალას უნივერსიტეტში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ჟიურის გადაწყვეტილებით, ალკალას უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში სამეწარმეო ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ინსტიტუციური აღიარების ჯილდო“ გადაეცა. „დაჯილდოების ცერემონიას საპატიო მიწვევით ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნატო ჩიქოვანი, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი ღონისძიებაში დისტანციურად […]
საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

ევროპის 2024-წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველომ საბერძნეთს უმასპინძლა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 მორჩა, პენალტებში კი “ჯვაროსნებმა” 4:2 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სტუმრები უმწვრთნელოდ დარჩნენ. ბერძენთა დამრიგებელ გუსტავო პოიეტს კონტრაქტი ამოეწურა და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ის აღარ გახანგრძლივდება. საბერძნეთის ნაკრებიდან აბარგებაზე პლეი-ოფის მატჩებამდე თავად ურუგვაელიც საუბრობდა და არ გამორიცხავდა, სულაც ევრო 2024-ზე […]