28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის […]
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახებს 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით ოჯახებს 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი გადაეცა. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით, 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. “წითელი ჯვრის“ ცნობით, ლევან […]
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

„ხალხის ძალის” წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განაცხადებით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველთან და ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე განიხილეს ბანკის საქმიანობა და რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის განხორციელების მიზნით მიმდინარე პროექტები. როგორც სეფაშვილი განმარტავს, განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტებიც. „შეხვედრა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველთან ბატონ კარლო მონტიჩელთან და ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან სტეფანია ბაცონისთან. […]
მიხეილ სააკაშვილი – მექსიკის საზღვარზე რაც ამათ მოიფიქრეს, თქვეს, რომ არაფერი მომხდარა – როდესაც ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს სომალელმა მეკობრეებმა საოცრებები მოვახდინეთ, რომ ეს ხალხი დაგვეხსნა

მექსიკის საზღვარზე რაც ამათ მოიფიქრეს, თქვეს, რომ არაფერი მომხდარა. ჩუმად ესაუბრებიან ჩვენ გადაგიწყვიტავთ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს სომალელმა მეკობრეებმა საოცრებები მოვახდინეთ, რომ ეს ხალხი დაგვეხსნა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო სანიმუშო და მისაბაძი ქვეყანა იყო. „მექსიკის საზღვარზე რაც ამათ მოიფიქრეს, […]
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გორის მუნიციპალიტეტის, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსწავლეები ჯერ კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. „მოისმინეს ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი […]
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი – სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა. „საერთაშორისო […]
ნაცმარგინალების კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააქარწყლა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა, აბაშიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. „ციკლიდან – საქართველო “ეკონომიკურად […]
“ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და ერთპიროვნულად გამარჯვება
მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ პატარა პარტიების […]
ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს, ან სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე?
ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „ახალის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. „ძალიან მაინტერესებს ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს.ან ის ,,ენ ჯე ო” – შნიკები რას იტყვიან ახლა, რომლებისთვისაც გვარამია უდანაშაულობის მაგალითი და ნაწამები ანგელოზი იყო და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს […]
კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო? – ნინო ფოჩხუა
„ნიკა გვარამიას სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო! კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო, რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში თქვენი, მოსყიდული პრეზიდენტის, ფოტიგების და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა“-ამის შესახებ ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი ყველა იმ ფსევდოლიბერალურ “ელიტას,” დესტრუქციულ ენჯეოებს. როგორც ფოჩხუა აღნიშნავ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ […]