უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა რუსეთის ორი აგენტი

უკრაინაში დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი აგენტი, რომლებიც აგროვებდნენ სამ რეგიონში სამხედრო ნაწილებსა და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის საჭირო მონაცემებს. ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება დღეს, 27 მარტს, გამოაქვეყნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაცია კიევსა და ოდესაში ჩატარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის აგენტების განსაკუთრებული ყურადღების სფეროში იყვნენ საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც […]

რუსეთის სასამართლომ კრემლის კრიტიკოს ბლოგერ „ველურ მედესანტეს“ მაისამდე გაუგრძელა პატიმრობა

თათრეთის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და 1 მაისამდე დატოვა პატიმრობაში კრემლის კრიტიკოსი ბლოგერი, „ველურ მედესანტედ” ცნობილი ასხაბალი ალიბეკოვი. დაღესტნის მკვიდრი ალიბეკოვი, რომელიც ნოვოროსიისკში ცხოვრობს, თებერვალში ჩავიდა ყაზანში, რათა დამკვირვებელი გამხდარიყო და არჩევნების შესახებ ვიდეო გადაეღო, მაგრამ ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ბლოგერი ჩიოდა, რომ დაპატიმრების დროს მიწაზე დააგდეს და სახესა და სხეულზე ურტყამდნენ. მის […]

გიორგი ბაჩიაშვილი – პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს – საქმე უნდა შეწყდეს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუმარტა, მას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე „პროცესს შეაჩერებს“. მისივე შეფასებით, საქმე უნდა შეწყდეს. „პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივარს და ფეხბურთელებს მივულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ […]

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნატო-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას – ალიანსი უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს

ნატო-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მეზობელია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და მსოფლიოს ბირთვული მუქარითა და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით აშინებს. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შევუქმნათ“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომმა. […]

ცნობილია, რა იქნება ბილეთების ფასი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს. მოგეხსენებათ, ეს ისტორიული შედეგი “ჯვაროსნებმა” საბერძნეთთან მატჩის შემდეგ დააფიქსირეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩვენმა გუნდმა 4:2 იმარჯვა. Uefa-ს საიტით ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში გასამართ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ფასები 30, 60, […]

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ. ამოცნობის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახებს ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან […]

მედიაში კროკუს სითის ტერორისტების მანქანის ჯარიმების დროები გამოქვეყნდა – რა არის საეჭვო

პროექტი Важные истории და Медиазона რუსეთის საგზაო-საჯარიმო საიტ ОплатаГИБДД.рф-ზე დაყრდნობით კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების მანქანის ჯარიმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. ტრასა M-3 უკრაინაზე განთავსებულმა კამერებმა დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების გამო ავტომანქანა, ნომრთი Т 668 УМ 69 ექვსჯერ დააფიქსირეს. მათ სიჩქარეს გადააჭარბეს ტრასის 45-ე, 46-ე, 49-ე, 73-ე, 81-ე, ბოლოს კი – 108-ე კილომეტრზე. კროკუს სითი ჰოლიდან გამოსულმა ავტომობილმა […]

“ჰეზბოლამ” სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელზე

“ჰეზბოლამ” სარაკეტო იერიში ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაზე მიიტანა – ისრაელის ცნობით, თავდასხმის შედეგად 25 წლის კაცი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ჰეზბოლამ” სრულად აიღო და მათი ცნობით, სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ლიბანში IDF-ის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებზე პასუხს წარმოადგენდა. .

ღარიბაშვილმა უფროსი ვაჟი ოჯახის წევრების სიიდან ამოიღო – რა (არ) წერია მის დეკლარაციაში

ირაკლი ღარიბაშვილმა უფროსი ვაჟი ოჯახის წევრების სიიდან ამოიღო და დეკლარაციაში არ ჩაწერა. არადა კანონის თანახმად, ნებისმიერი თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში მიუთითოს ყველა ოჯახის წევრი სრულწლოვანების მიუხედავად, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ღარიბაშვილის უფროსი ვაჟი მინიმუმ 2023 წლის ივნისამდე თბილისში პრემიერთან ერთად ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის თანხაც ამ დროს არის გადახდილი. შესაბამისად, პრემიერმა აღარ […]

რა ღირს სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება? – ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა – დეკლარაცია

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა. · „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” – წერია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში. დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე […]