გიორგი ბაჩიაშვილი – პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს – საქმე უნდა შეწყდეს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუმარტა, მას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე „პროცესს შეაჩერებს“.
მისივე შეფასებით, საქმე უნდა შეწყდეს.
„პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივარს და ფეხბურთელებს მივულოცავ გუშინდელ გამარჯვებას.
რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს.
საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის