მორიგი შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გორის მუნიციპალიტეტის, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეები ჯერ კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ, მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. მოისმინეს ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ, ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე. სათავო […]
რა ღირს EURO 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს. ქართველები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და დორტმუნდის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან. 22 ივნისს ჰამბურგში Volksparkstadion-ზე ითამაშებენ, სადაც ჩეხეთს შეხვდებიან. პორტუგალიასთან მატჩს კი გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს. მონაწილე ქვეყნებისთვის უეფა კვოტებს გამოყოფს, რაც […]
Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

„სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა. „საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო […]
სააკაშვილი: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამნისტიის კანონს მივიღებთ

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს იმ საკითხებზე ისაუბრა, რის გაკეთებასაც, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების პლატფორმასთან ერთად, არჩევნების მოგების შემდეგ აპირებს. “მინდა, ვილაპარაკო იმაზე, რა მოხდება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ – იმიტომ, რომ გამარჯვებაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება. · პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება საპენსიო სესხების განულება. იმიტომ, რომ […]
საქალაქო სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სრულიად საქართველოს გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს! დღეს როგორც არასდროს, საქართველო ერთ მუშტად […]
„ტურიზმის სამიზნე ქვეყნებში დავამატეთ ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი“ – თამარ კაიკაციშვილი

„ზამთრის სეზონი ძალიან აქტიური იყო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ სამთო-სათხილამურო სხვა კურორტებისთვისაც. ვიცით, რომ საქართველომ უმასპინძლა ზამთრის სპორტული სახეობების რამდენიმე ტურნირს. შესაბამისად, საქართველოს მთის კურორტები საკმაოდ პოპულარული იყო, რაც ასევე შეგვიძლია გოდერძიზეც ვთქვათ. იქ ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასტუმროები ეტაპობრივად იხსნება. არის თოვლის არაჩვეულებრივი ხარისხი და სეზონი ხანგრძლივი იქნება“, – ამის შესახებ აჭარის […]
“აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა” – ნიკა კვეკვესკირი

“აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა” ეს სიტყვები ნიკა კვეკვესკირს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ საქართველო-საბერძნეთის გუშინდელი მატჩი ისტორიული გამარჯვებით დასრულდა! საქართველომ საბერძნეთს 4-2 მოუგო!
რა ღირს ევრო-2024-ის საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები და რა დაგიჯდებათ ფრენა?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიაში პირველად 120 წუთი ითამაშა და პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ამგვარად საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა. ჩვენთვის სადებიუტო და რიგით მე-17 ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F […]
გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თამარ კორძაიას განცხადება ემსახურება იმას, რომ როგორმე 5 ნომრის სიაში მოხვდეს

თუ პოლიტიკურად არ ხარ სააკაშვილის მხარდამჭერი და იცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგია, სხვა რა საკითხი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას იმისთვის, რომ პატიმარი სააკაშვილი მოინახულოს? – ეს [თამარ კორძაიას] განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, იქნებ როგორმე 5 ნომრის სიაში მოხვდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თამარ კორძაიას […]