რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა 16 ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსეთმა საჰაერო იერიში საცხოვრებელ უბანზე მიიტანა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არიან სამი თვიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები. ტერეხოვმა აღნიშნა, რომ დაზიანდა, სულ მცირე, 14 მაღალსართულიანი კორპუსი, დაზიანდა გადაუდებელი ქირურგიის […]
“ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე პრობლემა გვაქვს” – მინისტრის მოადგილე ინვესტიციებზე

“იმაში, რომ რაიმე პრობლემა გვაქვს, ვერ დაგეთანხმებით”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობის შეფასებისას განაცხადა. BMG-ის კითხვაზე, რატომ არ იზრდება დარგში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ დარგი ვითარდება.
საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო. მთავრობის ინფორმაციით, პროექცია გზავნილით – „პირველად ისტორიაში” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს. „საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე […]
ბათუმში, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, […]
უკრაინა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა 100 მილიონი ევროს (108 მილიონი აშშ დოლარი) სესხი გამოყო უკრაინელებისთვის საცხოვრებლის აღსადგენად, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა 27 მარტს. კერძოდ, თანხები მოხმარდება პირდაპირი დახმარების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც, საბოლოო ბენეფიციარები, მათ შორის. მებრძოლები, ინვალიდები და მრავალშვილიანი ოჯახები, კომპენსაციას საომარი მოქმედებების და ტერორისტული თავდასხმების შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლებისთვის მიიღებენ. დაახლოებით 5700 უკრაინელს საშუალება […]
კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა დიანას ერთადერთი კონკურენტი – ქალი, რომელსაც დოდი ალ-ფაიედმა დიანასთან უღალატა – Marao

კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა დიანას ერთადერთი კონკურენტი – ქალი, რომელსაც დოდი ალ-ფაიედმა დიანასთან უღალატა – Marao ენი კარდონი დოდი ალ-ფაიედს ხვდებოდა იმ დროს, როცა მილიარდერს პრინცესა დიანა შეუყვარდა. ცნობილი კონკურენტის შესახებ რომ გაიგო, ენიმ მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეეშალა – და ახლა იგი წყვილის სიკვდილში თავს იდანაშაულებს. კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა […]
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა. კანცელარიის შენობაზე ინსტალაცია 20:00 საათზე აინთო და 00:00 სააათამდე იქნება. ინსტალაცია ეძღვნება გუშინდელ საფეხბურთო მატჩს, რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი […]
“ხუთი კაცი იდგა, პირი ჰქონდათ ღია და უბრალოდ ხაოდნენ… ერთმა ბიჭმა “კარაკულის” ბოხოხიან ქალს უთხრა: “დეიდა, დამაპიპინებინეთ რაა” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

“ხუთი კაცი იდგა, პირი ჰქონდათ ღია და უბრალოდ ხაოდნენ… ერთმა ბიჭმა “კარაკულის” ბოხოხიან ქალს უთხრა: “დეიდა, დამაპიპინებინეთ რაა” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე გუშინდელი ჩანაწერი ჩემს დღიურში: “მატჩის დასრულებისთანავე დათოშკა მოვძებნე, ბორის პაიჭაძის ძეგლთან შევხვდით, მივულოცეთ ერთმანეთს და გზას დავადექით, ბევრჯერ გავუმეორე, არ მჯერა-მეთქი. ახლაც მახსოვს, ბავშვობაში ევროპის ჩემპიონატის ცხრილ-კალენდარს რომ ვიყიდდი ხოლმე, ინგლისის დროშას […]
ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სებ-ის ცნობით, საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებენ. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, […]