AFP: ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების მიუხედავად ინტენსიურად იბომბება სამხრეთი ღაზა

ისრაელმა წუხელ ინტენსიურად დაბომბა სამხრეთი ღაზა, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი პალესტინელთა ტერიტორიაზე, სადაც შიმშილობის საფრთხეა. როგორც Agence France-presse იტყობინება, ცეცხლს უშენდნენ სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს. ეს ღაზის უკანასკნელი ურბანული ცენტრია, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სახმელეთო ჯარებს ჯერ არ განუხორციელებიათ იერიში. რეგიონში თავი მოიყარა დაახლოებით მილიონ-ნახევარმა ადამიანმა, რომელთაგან ბევრმა ეგვიპტის საზღვარს მიაშურა. Agence […]

16 წელი მიუსაჯეს ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულს

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირს საქალაქო სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც საგამოძიებო უწყება წერს, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს. “კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი […]

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციების, LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის

„ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა. „შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე შეასწორონ კონსტიტუცია და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “საოჯახო ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” […]

,,მატჩის ოფიციალური ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა”- ,,გასა”

ტურისტული სააგენტო “გასა” განცხადებას ავრცელებს. “მატჩის ოფიციალური ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შესახებ სანდო დეტალების მოსაწოდებლად, ველოდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციას. “გასა” მოგზაურებისთვის მხოლოდ ოფიციალურად გადამოწმებულ და სანდო ბილეთებს შეიძენს. Euro 2024-ზე ჩვენ წაგიყვანთ! ევროპის ჩემპიონატზე მოგზაურობას ჩვენ დაგიგეგმავთ – ჩემპიონატის ოფიციალური ბილეთები, სასტუმრო და პირდაპირი ფრენა თბილისიდან!ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს,”-ნათქვამია კომპანიის […]

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტმა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გასცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტმა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 31 წევრმა ქვეყანამ, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო, რომელთა შორისაც იყო სერბეთი. რაც შეეხება საბერძნეთს, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. შემდეგი ნაბიჯი ამ საკითხის კენჭისყრაზე წარდგენა იქნება. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ ეს […]

ლაზარე გრიგორიადისი სრულიად უდანაშაულოა, მტკიცებულებები არ არსებობს – ჩერგოლეიშვილი

ბარ “დედაენაში” ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტის, “ლაზარეს 12 მსაჯულის” კინოჩვენება მიმდინარეობს. ფილმის პრემიერა 25 თებერვალს შედგა, თუმცა, ლაზარე გრიგორიადისის ხვალ, 28 მარტს ჩანიშნული სასამართლო პროცესის გამო, ავტორებმა ფილმის კიდევ ერთხელ ჩვენება გადაწყვიტეს. ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მათი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩინონ განცდა, რომ “უდანაშაულო ადამიანი ეწირება ხელისუფლების ახირებას”. ის […]

საფრანგეთი უკრაინას 78 ჰაუბიცას გაუგზავნის და ჭურვების მიწოდებას გაზრდის

ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას 78 Caesar-ის ჰაუბიცას გადასცემს და ჭურვების მიწოდებას გაზრდის, რათა რუსეთთან ომში უკრაინის სამხედრო მასალების საჭიროებას ფეხი აუწყოს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის შეთანხმება შედგა, რაც უკრაინისთვის 155-მმ-იანი თვითმავალი Caesar-ის ჰაუბიცების გადაცემის დაფინანსებას ითვალისწინებს. შეთანხმება საშუალებას მისცემს საფრანგეთს, შეიარაღება უკრაინას სწრაფად გადასცეს. ამასთანავე, საფრანგეთის […]

უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ – კორუფცია და დოკუმენტების შეცვლის მცდელობა – რა ბრალდებებს უყენებენ მას

26 მარტს უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერის ვიქტორ ორბანისა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ყოფილმა წევრმა ორბანის უფროსი თანაშემწე კორუფციის საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა. მანამდე, პიტერ მაგიარმა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილ ცოლსა და უნგრეთის ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იუდით ვარგას ესაუბრება. ჩანაწერში ვარგა ორბანის შტაბის უფროსის თანაშემწეების მიერ კორუფციის […]

მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ბიუჯეტი 3 694 328 186 ლარია

საქართველოს მთავრობამ 27 მარტის სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტში გაიწერა უახლოეს 2 წელიწადში “კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით” ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში: · ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა; · ტრანსპორტი; · შენობები; · მრეწველობა; · სოფლის მეურნეობა; · ნარჩენების მართვა; · სატყეო მეურნეობა. “კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით” ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებების […]

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მათივე ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ბიძინა კორახაშვილი და […]