მთავრობამ ღირსების ორდენზე წარსადგენად 53-კაციანი სია პრეზიდენტს ოფიციალურად გაუგზავნა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, […]

საფრანგეთი უკრაინას 78 ჰაუბიცას გაუგზავნის და ჭურვების მიწოდებას გაზრდის

ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას 78 Caesar-ის ჰაუბიცას გადასცემს და ჭურვების მიწოდებას გაზრდის, რათა რუსეთთან ომში უკრაინის სამხედრო მასალების საჭიროებას ფეხი აუწყოს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის შეთანხმება შედგა, რაც უკრაინისთვის 155-მმ-იანი თვითმავალი Caesar-ის ჰაუბიცების გადაცემის დაფინანსებას ითვალისწინებს. შეთანხმება საშუალებას მისცემს საფრანგეთს, შეიარაღება უკრაინას სწრაფად გადასცეს. ამასთანავე, საფრანგეთის […]

გაეროს თქმით, რუსეთმა უკრაინელი ტყვეები სიკვდილით დასაჯა

გაეროს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა, სულ მცირე, 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა (OHCHR) 26 მარტს განაცხადა, რომ 1 დეკემბრიდან 29 თებერვლამდე, მან მიიღო ცნობები სულ მცირე 32 სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის 12 შემთხვევის შესახებ და შეძლო დაედასტურებინა შვიდი უკრაინელი სამხედროს მკვლელობა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები […]

ნინო კიკნაძე: შეგვპირდნენ, რომ DRG-ს მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე ამბობს, რომ DRG-სთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ სექტორმა დაპირება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მიიღო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კიკნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არის გამოწვევები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთია რეანიმაციის დაფინანსება. მისივე თქმით, გადაწყდა ისიც, რომ კომბინირებული ოპერაციები დაფინანსდება. „დავსვით კითხვები არა მხოლოდ DRG-სთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, […]

ტაუნსენდი: ნეიტრალური ქვეყნების ნაცვლად, ახლა რუსეთის ბირთვულ ფლოტს ნატო ესაზღვრება

შვედეთი ალიანის უახლესი და 32-ე წევრია. ჯიმ ტაუნსენდი ამბობს, რომ ახლა „როცა პუტინი ფანჯრიდან იხედება, ნატოს ხედავს“. ის ასევე საუბრობს არქტიკაში რუსეთის ბირთვულ ფლოტზე, რომელსაც ახლა ნატო ემეზობლება. ის სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტსაც აფასებს, როგორც მნიშვნელოვანს, მნიშვნელოვანი გზავნილებით.

ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის გადადგომას ითხოვენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით, ბუდაბეშტში, 26 მარტს საპროტესტი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც მთავრობის ყოფილმა წევრმა, ორბანის უფროსი თანაშემწე კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. მომიტინგეები მთავარი პროკურატურის შენობიდან პარლამენტისკენ გაემართნენ, შეძახილებით – „გადადექი, გადადექი“. პიტერ მაგიარმა, ჯუდიტ ვარგასთან, მაშინ მის მეუღლესთან და უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, […]

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო. პროექცია გზავნილით – „პირველად ისტორიაში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების […]

რუსეთმა კორექტირებადი ავიაბომბებით დაბომბა ხარკოვი, არის მსხვერპლი

რუსეთის სამხედროებმა ოთხშაბათს დაბომბეს ხარკოვი, რის შედეგადაც ზარალი მიადგა ნაგებობებს, მათ შორის – საცხოვრებელ შენობებს. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 16 დაშავდა. ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი სიარჰი ბოლვინოვი იტყობინება, რომ 2022 წლის შემდეგ ქალაქზე პირველად განხორციელდა დარტყმა ავიაბომბებით. როგორც იუწყებიან, საქმე ეხება ბომბებს, რომლებიც ფუგასის ავიაბომბების ბაზაზეა დამზადებული […]

შეწყვიტეთ საკანონმდებლო შეტევა LGBTI უფლებებზე – Amnesty International

“შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების უფლებებზე! შეწყვიტეთ საკანონმდებლო შეტევა LGBTI უფლებებზე” – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი თქმით, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მსგავა ინიციატივას ახორციელებს, შემაშფოთებელა. […]

რუსეთი ალა პუგაჩოვას “უცხოელ აგენტად” აცხადებს – “დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა იუსტიციას”

რუსეთმა ალა პუგაჩოვას “უცხოელ აგენტად” გამოცხადების პროცესი დაიწყო – სამოქალაქო აქტივისტი ვიტალი ბოროდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაცია გადაუგზავნა. პუგაჩოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა დატოვა. ის და მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი რუსულ აგრესიას გმობენ, რის გამოც, გალკინი 2022 წელს რუსეთმა უკვე გამოაცხადა “უცხოელ აგენტად”.