მაისში საქართველოში One Republic-ისა და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე, Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში ამჯერად One Republic-ისა და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება. ინფორმაცია Black Sea Arena-ს ოფიციალურმა Facebook გვერდმა ცოტახნისწინ გაავრცელა. One Republic-ის კონცერტი 10 მაისს, ხოლო Scorpions-ის 31 მაისს გაიმართება. ასევე, ცნობილია, რომ 18 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage-ზე ჯგუფი Jungle-ის კონცერტიც გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ […]
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის […]
უკრაინის საჰაერო ძალები – ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 დრონი გავანადგურეთ

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას რაკეტებით და Shahed-136/131 ტიპის 28 დრონით შეუტიეს და უკრაინელებმა 26 დრონის ჩამოგდება შეძლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლეშჩუკის თქმით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში Х-22 ტიპის სამი რაკეტით, Х-31П ტიპის სარადარო რაკეტით და Shahed-136/131 ტიპის 28 დრონით მიიტანა. დრონები და რაკეტები შავი ზღვიდან, ყირიმიდან და […]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ […]
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა. „2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ სოციალურად დაუცველ […]
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერება

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს […]
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია. დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary), რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს. ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის 200 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი “სოცმედიის როლი ტურიზმში” გამართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2 დღიანი კურსი თბილისში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორში, ქუთაისსა და ამბროლაურში მოეწყო. ტრენინგებში გიდები, ტუროპერატორები და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, სასწავლო კურსი “სოცმედიის როლი ტურიზმში” შემდეგ თემატიკას მოიცავდა: სოციალური მედიის მნიშვნელობა, სოციალური მედიის ტერმინების […]
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ჯგუფის გენერალურ მდივანს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი […]
სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენაში ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის […]