ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით. „ქუთაისში ტურიზმის განვითარების […]

უცხოეთში ქართული ბარათებით ორ თვეში დაახლოებით 1.4 მლრდ ლარი გადაიხადეს

ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2024 წლის თებერვალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 77 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 7 მილიარდ ლარამდე. ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის თებერვალში 687 მლნ ლარამდე შეადგინა, იანვარ-თებერვალში თვეში კი დაახლოებით 1.4 მლრდ ლარი. რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის თებერვალში […]

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს – 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასის ინფორმაციით, შეზღუდვა თბილისის ქუჩების ნაწილის მოსახლეობას შეეხება. ეს ქუჩებია: კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, […]

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7084 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9337 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9374 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე […]

თბილი და უნალექო ამინდი – დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 28-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 30 მარტს კი გაწვიმდება. თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად […]

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ – შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. ეცადეთ, სწორი, თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ და საქმეს შეუდგეთ. კურო 28 მარტს შეგიძლიათ მთელი ენერგია საქმიანი თანამშრომლობისკენ მიმართოთ. ბევრ კუროს მივლინებაში ან სამოგზაუროდ […]

მერაბ დვალიშვილი: სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. „სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სთორიზე“, – წერს დვალიშვილი. 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

” ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს“ – ბერძნული მედია საქართველოზე

საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა. ვილი სანიოლის გუნდმა გადაჭედილ “დინამო არენაზე” გამართულ ევრო 2024-ის საგზურისთვის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. თბილისში წაგებული გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ბერძნულ პრესაში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა, რაც მოსალოდნელი იყო. Sport Day: “თბილისში გამართული ფინალი ჩვენი ნაკრებისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ამაში მთავარი დამნაშავე […]

Georgian Wings-ი თბილისი-პრაღა-თბილისის რეისზე იწყებს ფრენებს

2024 წლის 4 მაისიდან – ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მარშრუტის დანიშვნით Georgian Wings-ი აკავშირებს საჰაერო გზით 2 ისტორიულ დედაქალაქს ერთმანეთთან, თავისი ცნობილი და მდიდარი კულტურით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, გამორჩეული არქიტექტურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში 2 სიხშირით ყოველ […]