რუსეთის პატრიარქის მეთაურობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი „წმინდად“ გამოაცხადა

უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს „მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა. „კრებამ“, რომელსაც ფორმალურად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მის მუშაობაში ჩართულია ბევრი სასულიერო პირიც, 25-ე ყრილობა 27 მარტს გამართა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. ყრილობის მიერ მიღებული განაწესი, რომლის ადრესატი რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაა, მოსკოვის საპატრიარქოს […]
მიატოვიჩი ჰომოფობიურ კანონზე: მოვუწოდებ ოცნებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვას

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი პროპაგანდისტულო, ჰომოფობიური კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს პატივი სცეს. მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან კონსტიტუციის ცვლილების ინიციატივა წარმოადგენს ლგბტი-ფობიით პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. “შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე […]
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თხემით ტერფამდე ნაცები არიან, ხოლო მათი პარტიის “ახალი” წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები
გვარამია-მელიას “ახალმა” აი ასეთი მდაბიო “სიახლეებით” დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ პროტესტს. „გვარამია-მელიას “ახალმა” აი ასეთი მდაბიო “სიახლეებით” დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა,რომ ორივე არის თხემით ტერფამდე ნაცი, ხოლო მათი პარტიის “ახალი” წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები, განურჩევლად […]
ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა სტრასბურგის სასამართლომ
ახლახანს ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ, როდესაც ნიკა გვარამიას საჩივარი განსახილველადაც არ მიიღო და უკან გამოუბრუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გასაჩივრებულ საქმეში არავითარი არსებითი ხასიათის დარღევა არ ყოფილა-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნიკა […]
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია. დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary), რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს. ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 […]
გზების დეპარტამენტი – სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. „მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო […]
Black Sea Arena-ს ცნობით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი

Black Sea Arena-ს ცნობით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთი შეძენას იქნება შესაძლებელი. „დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც 29 მარტის დილის 10:00 საათიდან ვებგვერდებზე -BSA.ge და TKT.ge შეძლებთ OneRepublic-ია. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა […]
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს […]
ბალტიმორში ორი მუშის ცხედარი იპოვეს, რომლებიც ფრენსის სკოტის ხიდზე სატვირთო გემის შეჯახების მომენტში იმყოფებოდნენ

აშშ-ში, ბალტიმორში, ორი მუშის ცხედარი იპოვეს, რომლებიც ფრენსის სკოტის ხიდზე სატვირთო გემის შეჯახების მომენტში იმყოფებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი მექსიკიდან და გვატემალიდან იყვნენ და ხიდზე სამუშაოს ასრულებდნენ. ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულად ამ დროისთვის 6 ადამიანი ითვლება. 26 მარტს ბალტიმორში სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე ხიდს ადგილობრივი დროით 01:30-ზე შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოიშალა, მასზე მოძრავი მანქანები […]
გახსნიდან 12 წლის შემდეგ ქუთაისიდან აეროპორტამდე ავტობუსი დაინიშნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნიდან 12 წლის შემდეგ, ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე, პირველად დაინიშნა ავტობუსი, რომელიც მგზავრებს მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 3 ერთეული ავტობუსი აეროპორტის მგზავრებს ქუთაისის ცენტრიდან დღეიდან, 28 მარტიდან მოემსახურება. მგზავრობის ღირებულება ხუთი ლარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი 12 წლის წინ გაიხსნა, ქუთაისიდან აეროპორტამდე მოხვედრა ამ დრომდე მხოლოდ ტაქსით, კერძო ავტომობილით, ან დასავლეთ […]