პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა გვარამიას საქმე, „მიხვდა, საქმე ჰქონდა დამნაშავესთან”

პოლიტიკური გაერთიანება „ახლის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში განსახილველად არმიღების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. სპიკერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამია შეიწყალა. ამასთან, პაპუაშვილმა „ფარსად” შეაფასა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც გვარამიას შეწყალებას უკავშირდებოდა. „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სხვადასხვა […]
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ სხდომა 1 კვირით გადადო. მოსამართლის პოზიციაა, რომ ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას ფიზიკურად უნდა დაესწროს, რასაც ის დღეს ვერ ახერხებდა.გრიგორიადისს დღეს პროცესზე დისტანციურად ჩართვა სურდა. 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – […]
თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ […]
2023 წელს საქართველოში 2542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა და 40 214 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირებულია.
Сакартвелос гаумарджос! – თინა კანდელაკი საქართველოს ნაკრებს ულოცავს

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი რუსული სპორტული მედია ფართოდ აშუქებს და ულოცავს. მათ შორისაა “გაზპრომ-მედიას” გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი. “მეგობრებო, საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე! ასეთი წარმატება ქართულ ფეხბურთს საბჭოთა დროის შემდეგ არ ჰქონია. და არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც წარსულში თავს ქართველად მიიჩნევდა, ვინაც ახლა სიხარულს და სიამაყეს არ განიცდის. […]
“თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართავთ” – ლაზარეს დედა

გამამტყუნებელი, თუ გამამართლებელი განაჩენი? – მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიდიასის საბოლოო ვერდიქტს მისი ოჯახის წევრები ელოდებიან. დაკავებული ახალგაზრდის დედა იმედს გამოთქვამს, რომ ერთ-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 22 წლის ბიჭი თავისუფლებაზე გამოვა. როგორც თამთა კალანდაძემ “პირველებთან” საუბრის დროს განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაცვის მხარე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს. […]
გერმანიაში FlixBus-ის ავტობუსი ამოტრიალდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გერმანიაში, ლაიფციგთან ახლოს, A9 ავტომაგისტრალზე FlixBus-ის ავტობუსი გზაჯვარედინზე ამოტრიალდა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, ექვსი ადამიანი სერიოზულადაა დაშავებული, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის დროს ავტობუსში ორი მძღოლი და 52 მგზავრი იმყოფებოდა. FlixBus-ის წარმომადგენლის ცნობით, ავტობუსი ნიურნბერგიდან ციურიხის მიმართულებით გადაადგილდებოდა. კომპანიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ავტომაგისტრალზე […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 26 დრონი გავანადგურეთ

28 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 26 რუსული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში. შეტევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არის. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით […]
გვარამიას საქმის მოსამართლე: ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა

“მე თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მივეჩვიოთ და ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას“. – ასე აფასებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარმოებაში არ მიეღო ნიკა გვარამიას სარჩელი. ჩხიკვაძემ სამთავრობო TV იმედთან თქვა, რომ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. “ველოდები თუ არა ვინმესგან ბოდიშის მოხდას? მე ნამდვილად არ მაქვს ასეთი მოლოდინი. რაც შეეხება სასამართლოდან […]
გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო და 8 აპრილს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო და 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება. საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, დასკვნით სიტყვებს დღევანდელ პროცესზე არ მოისმენს, რადგან მას გრიგორიადისი არ ესწრება. მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ არსებობს ბრალდებულის ონლაინ ჩართვის საფუძველი, ის სხდომას ფიზიკურად უნდა დაესწროს და დასკვნითი სიტყვა ისე წარმოთქვას. თავდაპირველად, საბოლოო პროცესი […]