BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.3 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასულ კვარტალთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ. მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობის სექტორის გარდა, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით. აღნიშნული შეფასება, განპირობებულია […]

ქორწინების, შობადობისა და გარდაცვალების რიცხოვნობა შემცირდა — საქსტატი

საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 2023 წელს 40 214 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირებულია. მათ შორის 21 010 ბიჭია და 19 204 — გოგო. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა თბილისში (13 697 ბავშვი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი). ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა […]

„ქოლცენტრების“ საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

თანხების დაბანდებაზე ადამიანების თაღლითურად მოტყუების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულები თანამზრახველების დახმარებით დაეუფლნენ 340 000 ლარს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეს არის ე.წ. ქოლცენტრების საქმე. „[დაკავებულებმა] ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის […]

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთს 26 დრონი გაუნადგურეს

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ნახევრად დანგრეულია 5 კერძო სახლი და 40-ზე მეტი დაზიანებულია. დაშავდა 2 ადამიანი. სხვა რეგიონებიდან შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დილით გამოქვეყნებული […]

“წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა ჩემს გულში?!. ჩემი მეუღლე ჩუმად იყო და ბოლოს…” – რას ჰყვება ნიკა კვეკვესკირის დედა

საბერძნეთის ნაკრების კარში გადამწყვეტი პენალტის ზუსტად შემსრულებელი ნიკა კვეკვესკირის დედამ, ნანა გერგაიამ, რადიო “ათინათთან” საუბარში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დაუფლებული ემოციები გაიხსენა. “ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ვესწრებოდი ამ თამაშს და ისეთი საოცარი გარემო იყო, ისეთი გულშემატკივრობა… ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ. არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო […]

დასახელდა გუნდი, სადაც ვიქტორ ოსიმენს ზაფხულში გადასვლა სურს

Il Mattino წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი კლუბს შეიცვლის. ამავე წყაროს ცნობით, ნიგერიელის სურვილია, რომ კარიერა პსჟ-ში განაგრძოს და მისთვის პრიორიტეტული ახლა სწორედ ესაა. გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლი” ოსიმენს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, პარიზულ გუნდს კი კილიან მბაპეს შემცვლელი ესაჭიროება.

სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს EURO 2024-ზე გასვლა მიულოცა [PHOTO]

ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა MMA-ს ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, საქართველოს ნაკრების EURO 2024-ზე გასვლა მიულოცა. “სევილიას” მცველმა მერაბს საფეხბურთო ნაკრების წარმატება “ინსტაგრამზე” მიულოცა. “სერ­ხიო რა­მოს­მა მო­მი­ლო­ცა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა ინ­სტაგ­რა­მის სტორ­ზე” – წერს დვა­ლიშ­ვი­ლი.

ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

კონექტიკუტის შტატის ყოფილი სენატორი, ჯო ლიბერმანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულია, რომ გარდაცვალების მიზეზი დაცემის შედეგად გამოწვეული გართულება გახდა. 1988 წელს ჯო ლიბერმანი აირჩიეს აშშ-ის სენატში „დემოკრატიული“ პარტიიდან. 2000 წელს მან ასევე იყარა კენჭი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე პრეზიდენტობის კანდიდატ ალ გორთან ერთად.

ბუდანოვი: რუსეთს ტერაქტის მომზადების შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 15 თებერვალს ჰქონდა

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წინასწარ გააჩნდა. “სულ მცირე, 2024 წლის 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ეს ინფორმაცია მათ დაზვერვის სამმართველოს სირიული ჯგუფისგან მიიღეს. სწორედ იქედან მიიღეს მოსკოვში. ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ეს ყველაფერი […]

ბალტიმორში გემის ხიდზე შეჯახების შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 4-ს ამ დრომდე ეძებენ – BBC

აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შემდეგაც გემი მთლიანად ჩაინგრა. დაღუპულია 2 ადამიანი, 4-ს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინციდენტის ადგილზე მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის შეჯახების მომენტში ხიდზე 8 მუშა იმყოფებოდა. მაშველებმა 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 4 პირს ამ დრომდე ეძებენ.