შემოსავლების სამსახურის მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახურის მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური […]
ირაკლი კობახიძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებებით. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.
პაატა მანჯგალაძე – თუ ლაზარე გრიგორიადისის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად – ვინც დასჭირდება, ნებისმიერ დროს დაგვაკავებს

თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული – თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქალაქო სასამართლოში, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი განცხადებით, მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს. “თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული. სამართლიანი სასამართლოს […]
შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე – იქნება განხილვები, პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია იქ წარმოადგინოს

იქნება განხილვები, პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს შეუძლია იქ წარმოადგინოს – მე მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის ბრიფინგს, რომელიც საარჩევნო კოდექსში არსებულ ცვლილებებს ეხებოდა. პაპუაშვილის თქმით, ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ არანაირი პოლიტიკური […]
BAG – დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.3 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასულ კვარტალთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ. „მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობის სექტორის გარდა, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული […]
პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, […]
შალვა პაპუაშვილი – კეთილსინდისიერების პრობლემა არსებობს იმ ჯგუფებში, სადაც კრიმინალ სააკაშვილს მეგობრად მოიხსენიებენ – შენიშვნებს იმ ადამიანებისგან ვერ მივიღებთ, რომლებიც სამართალს, კანონსა და დემოკრატიას ასე ხედავენ

თუკი სადმე კეთილსინდისიერების პრობლემა არსებობს, არსებობს იმ ჯგუფებში, სადაც კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და მეგობრად მოიხსენიებენ – მითითებებსა და შენიშვნებს მართლმსაჯულებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იმ ადამიანებისგან ვერ მივიღებთ, რომლებიც სამართალს, კანონსა და დემოკრატიას ასე ხედავენ! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. როგორც ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არა სუს-ის მოქმედება და […]
შალვა პაპუაშვილი – ასეთი განწყობა რომ გექნება ადამიანს შენი ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ეს აჩვენებს, რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ – ქართველები როგორც იქცევიან, გამოჩნდა სტადიონზე, 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას

„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი არის, ვისაც უნდა, ხალხს ყველაფერი ჩააშხამოს, როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ დღესასწაული, სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადამიანს შენი ქვეყნის, ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ასეთი განწყობა […]
მედია – სერგეი ნარიშკინი 25-27 მარტს ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა

სერგეი ნარიშკინი 25-27 მარტს ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ განცხადებას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დელეგაცია, მისი დირექტორის, სერგეი ნარიშკინის ხელმძღვანელობით, 25-27 მარტს ფხენიანში იმყოფებოდა. „მოლაპარაკებების დროს მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულისა და რუსეთის ირგვლივ არსებულ საერთაშორისო და რეგიონული ვითარების შესახებ თავიანთი შეხედულებები გაცვალეს. […]
გიორგი გიგაშვილი ტერენს ჯად-ჰალის( Terrence Judd-Hallé) პრემიის გამარჯვებულია

BBC Radio 3 ყოველწლიურად ახალი თაობის გამორჩეულ პიანისტს ირჩევს ტერენს ჯად-ჰალის( Terrence Judd-Hallé) ჯილდოს გამარჯვებულად. წელს ამ პრემიით გიორგი გიგაშვილი დაჯილდოვდა. „მუსიკალური კარიერის დასაწყისში ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ასეთი მხარდაჭერისთვის და ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მოტივირებული და ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი Hallé Orchestra-სთან შეხვედრას, დაკვრას და მუსიკოსების უკეთ გაცნობას“, – განაცხადა გიორგი გიგაშვილმა. […]