ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – გულის სიღრმეში სასამართლო პროცესის გადადებას ველოდი – ყველანაირად წელავენ პროცესს, უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში

გულის სიღრმეში სასამართლო პროცესის გადადებას ველოდი – ყველანაირად წელავენ პროცესს. უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს. “გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. თავდაპირველად, მივმართავთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. თუ ესეც არ მოხერხდა, მაშინ, ალბათ, წავალთ ევროპის სასამართლოში, გავასაჩივრებთ. […]
2 კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს – არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს” – აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა […]
დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა – BAG

BAG ინდექსის პირველი კვარტaლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.3 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასულ კვარტალთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ. მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობის სექტორის გარდა, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით. აღნიშნული შეფასება, განპირობებულია […]
„დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის დასრულებამდე ჯაჭვი არაა უწყვეტი“ – რა პრობლემები გამოიკვეთა ონკოპაციენტების საჭიროებების კვლევაში

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თემატურ მოკვლევაზე – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – მუშაობა ფინალურ სტადიაზეა. მისი თქმით, მოკვლევა 6 თვის წინ დაიწყო და მისი მიზანია ონკოპაციენტების საჭიროებების კვლევა, რის საფუძველზეც რეკომენდაციები უნდა მომზადდეს. ზავრადაშვილის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ათასობით პაციენტი, ონკოლოგები, ყველა ონკოლოგიური კლინიკა, ექსპერტები და პაციენტების ოჯახებიც, რათა გამოკვლეულიყო მათი დამოკიდებულებები და განცდები. ირმა ზავრადაშვილის […]
შალვა პაპუაშვილი – სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ

სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ ვინმეს აქვს რაიმე არგუმენტი ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, უნდა […]
შალვა პაპუაშვილი – ვერავის მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემურ პრობლემაზე, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ საელჩოები, დონორები, „ენჯეოები“, ოპოზიცია

თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით, თქვან – მილიონი შეხვედრა შედგა, ქართველ “ენჯეოებთან” და ოპოზიციასთან თუ უცხოელებთან, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემურ პრობლემაზე, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, დონორები, “ენჯეოები”, ოპოზიცია, ვინც კონკრეტულ მოსამართლეებს ესხმოდნენ თავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს […]
შალვა პაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ – ფაქტია, რომ შედეგი კარგია და ის განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

როგორც ჩანს, პატიმარს [მიხეილ სააკაშვილს] მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ – ფაქტია, რომ შედეგი კარგია და მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვებაზე მისი გადაწყვეტილებისა და ამ საკითხზე თამარ კორძაიას სარჩელის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, სარჩელი აბსურდულია. […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებით ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა […]
შალვა პაპუაშვილი – ველოდი, პაველ ჰერჩინსკი მწუხარებას გამოთქვამდა, რომ საელჩო იყო ინსტრუმენტი მართლმსაჯულებაზე თავდასხმისა, მაგრამ ვისმენთ, რომ საჭიროა მოსამართლეების შემოწმება – შესამოწმებელი არიან „ენჯეოები“ და ნინო ლომჯარია

მოველოდი, რომ ის [პაველ ჰერჩინსკი] მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ნაცვლად ამისა ვისმენთ, რომ თურმე საჭირო არის ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების [შემოწმება], – ამის შესახებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მტკიცებით, ქვეყანაში თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის არასამთავრობო სექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი, […]
პარლამენტის თავმჯდომარე – დიდი შანსია, რომ ახალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს – „ნაცმოძრაობის“ საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემები შეექმნათ

ყველა კვლევიდან ჩანს, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს – დიდი შანსია, რომ ჩვენ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს! – აღნიშნული პროგნოზი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, სხვა პარტიები თავადვე აღიარებენ, რომ ერთადერთი, ვისაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, “ნაციონალური მოძრაობაა“. “ნაციონალური მოძრაობის“ საქმეც ისე მიდის, რომ შეიძლება მათაც პრობლემები შეექმნათ. ყველა სხვა პარტია […]