შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, კვარაცხელიას – დაჭიმულობა – ექიმი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა, დათო ხარაბაძემ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, თქვა: “რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლა, თქვენს სტუდიაში რომ მივდიოდი, მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც, მას აქვს მცირე მოტეხილობა. მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება. ევრო 2024-ზე ლევან შენგელია აუცილებლად ითამაშებს. მოხდა შეჯახება, რომლის დროსაც […]

კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა, მაგრამ გამოკვლევებს მაინც ჩაუტარებენ – იტალიური მედია

„ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, თუ მატჩის შემდეგ მის ცეკვას გავითვალისწინებთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს – ამის შესახებ იტალიური გამოცემები წერენ. „ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი ოფის წარმატებულ ფინალში გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა, მაგრამ მატჩის შემდგომ მისმა […]

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა – მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევამ რუსეთს 14%-ით შეუმცირა ბენზინის წარმოება

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეული შედეგების გამო შემცირებას განაგრძოს ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. 18-24 მარტის კვირაში რუსეთის ქარხნებმა აწარმოვეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთმა აწარმოვა 880 ათასი ტონა ბენზინი […]

რა შემთხვევაში შეწყდება ომი? – გერმანიის 2 პირობა რუსეთს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გაზეთ MAZ-თან ინტერვიუში განაცხადა: „პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, იქამდე უფრო ხშირად ვსაუბრობდით. ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში, პირადად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გახსოვთ ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მასთან ერთად დაჯდომა მომიწია, რადგან იგი კორონავირუსის გამო წუხდა? ოთხ საათზე მეტ ხანს ვისაუბრეთ. შუამავლობის ინიციატივები ყოველთვის იყო. […]

გრიგორიადისის დედა: პროცესის გადადებით უნდათ გვაჩვენონ, რომ ჩვენზე მაღლა დგანან

ლაზარე გრიგორიადისის საქმის სასამართლოს დასკვნითი პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად. “ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება. ამიტომ, გადაწყვიტა, და მგონი ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ. მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით ახლა […]

პუტინი: რუსეთი არ აპირებს უკრაინის შემდეგ ევროპას დაესხას თავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის შემდეგ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე. პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ასეთ ცნობებს საკუთარი მოსახლეობის შესაშინებლად ავრცელებს. მისი თქმით, აშშ-ს და მის პარტნიორებს ეშინიათ დიდი და ძლიერი რუსეთის, თუმცა, ამას ტყუილად აკეთებენ. “ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვები ამ სახელმწიფოების მიმართ. შესაძლებლობა, რომ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, […]

ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა

ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა,- ასე განმარტა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ის მიზეზი, რის გამოც მისი ბრალდებული შვილი დღეს პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის გამოც პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. […]

დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. „სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება. აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა […]

შალვა პაპუაშვილი – უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი. „გუშინ […]