უსამართლობაა, რომ თუშეთში ქონების გადასახადს გვახდევინებენ – ლაშა პაპაშვილი

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსის“ მფლობელის ლაშა პაპაშვილის აზრით, უსამართლობაა, რომ მთაში, განსაკუთრებით, თუშეთში ბიზნესს ქონების გადასახადს ახდევინებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, „რედიქს ჯგუფის“ მფლობელობაშია რამდენიმე სასტუმრო. მათ შორისაა 43-ნომრიანი სასტუმრო “სამზეო” თუშეთში. გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილი თბილისში, […]

ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენი ხილვადობის არქონის გამო ვერ მონაწილეობს

ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხილვადობის არქონის გამო დროებით ვერ მონაწილეობს, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბაკურიანიდან. საფრენი აპარატი დაბა ბაკურიანში დაბრუნდა. ვერტმფრენი თბილისიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სამაშველო ჯგუფმა შემთხვევის ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო. ბაკურიანიდან ადგილობრივებიც დაიძრნენ შემთხვევის ადგილისკენ. რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბაკურიანის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბაკურიანიდან […]

ბსუ-ში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, USDA-ის ვაშინგტონის ოფისის პროექტის ხელმძღვანელები: ქრეიგ ტენი, რაფაელ გუტიარესი, ოფისის წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და ,,მომავლის ფერმერის” პროექტების მენეჯერი ნატალი კლდიაშვილი ბსუ-ს რექტორს მერაბ […]

ირაკლი ქარქაშაძე – დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მოემსახურებოდნენ, შესრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტისკენ მოძრავი ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. „ჩვენ განვახორციელეთ მილიონ 400 000 ლარის ინვესტიცია, შევიძინეთ სამი უახლესი ევრო 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი, […]

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა დაზარალებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრული მოცულობის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული […]

ხაზარაძე: ლგბტ პროპაგანდას აწესებს ოცნება, მათ აწუხებთ ეს თემა, ჯობია “ქამ აუთი” გააკეთონ

ლგბტ პროპაგანდას აწესებს და ამკვიდრებს ქართული ოცნება, ქართული ოცნების ლიდერშიპი. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ და ჯობია “ქამ აუთი” გააკეთონ და თქვან რა არის… შობადობა რომ მცირდება და ოჯახები რომ მცირდება და ოჯახებს და შვილებს რომ სკაიპით ზრდიან ჩვენი თანამოქალაქეები საზღვარგარეთ, ეს არის პრობლემა. უმუშევრობა რომ არის, ესაა პრობლემა.

ამერიკელი ისტორიკოსი წიგნს სამეგრელოზე წერს

ამერიკელი მწერალი საქართველოზე მორიგ წიგნს წერს, ამჯერად – სამეგრელოზე. ისტორიკოსი პიტერ სკინერი უკვე წლებია საქართველოს შესახებ უცნობ ისტორიებს აგროვებს, წიგნებს წერს და შემდეგ მათ საკუთარი სახსრებით გამოსცემს. მას ამერიკაში საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით ერთგვარი რეკომედაციებიც აქვს.

პუტინი: ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ

რუსეთის სამიზნე ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის და მოსკოვი არ დაესხმება თავს პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ ჩეხეთს. თუმცა, თუკი დასავლეთი უკრაინას “ეფ-16” (F-16) გამანადგურებლებით მოამარაგებს, მათ რუსეთის ძალები ჩამოაგდებენ, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 მარტს. რუსეთის თავდასხმამ მეზობელ სუვერენულ უკრაინაზე, ქვეყანაში 2022 წელს განმეორებით შეჭრამ და იქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ, რუსეთს და დასავლეთს […]

ქუთაისში ენმ–ს 70% ტოვებს და “ახალს” უერთდება – ნიკა მელია

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები მის გუნდს უერთდებიან. “ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ პარტია ახალს შემოუერთდეს. როდესაც ქუთაისში პარტია ნაციონალურ მოძრაობას ბირთვი, ანუ 70% ტოვებს, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც 2 ნიკას ხათრით და არც არავისი. ეს პატრიოტი […]

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალი დააკავა

თბილისში, ლისზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ქალი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას გულისხმობს.