ქუთაისში ენმ–ს 70% ტოვებს და “ახალს” უერთდება – ნიკა მელია

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები მის გუნდს უერთდებიან.
“ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ პარტია ახალს შემოუერთდეს. როდესაც ქუთაისში პარტია ნაციონალურ მოძრაობას ბირთვი, ანუ 70% ტოვებს, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც 2 ნიკას ხათრით და არც არავისი. ეს პატრიოტი ადამიანები გადაწყვეტილებას რწმენისა და შეხედულებებისამებრ იღებენ. ამ ხალხისთვის უბრალოდ მიუღებელია, რომ პარტია კულუარულად იმართებოდეს. მათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება უნდათ, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და იციან, რომ ელექტორულადაც შეუძლებელია, ივანიშვილი ვანო მერაბიშვილითა და დავით კეზერაშვილით ჩაანაცვლო. ეს ჯიუტი ფაქტია”.
2023 წლის დეკემბერში ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა. ამასთან, ენმ-ის ყოფილმა წევრმა, გიორგი კილაძემ თქვა, რომ ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7-მა თითქმის სრული შემადგენლობით დატოვა პარტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედა – ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს – ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!